მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

10 საუკეთესო კრუიზი მხოლოდ ზრდასრულებისთვის

თუ თავად ბავშვების გარეშე მოგზაურობთ და ბავშვებზე ორიენტირებულ კრუიზებს არ ანიჭებთ უპირატესობას, საკრუიზო ლაინერები ზრდასრულებისთვის განკუთვნილ კრუიზებსაც გვთავაზობენ.

ვირჯინ ვოიაჟები/Virgin Voyages

ამ საკრუიზო ლაინერზე ყველა სტუმარი ასაკით 18 წლის ზემოთ უნდა იყოს. ის განსხვავდება ტიპური საკრუიზო ლაინერისგან და იდეალურია მათთვის, ვინც ტრადიციულ საკრუიზო გამოცდილებას არ ეძებს. აქ დაგხვდებათ აუზის წვეულებები, კარაოკე, კაბარეები და სხვა ბევრი გასართობი აქტივობა.

საგა კრუიზები/Saga Cruises

ბრიტანული საგა კრუიზები კი სპეციალურად 40 წლის ზემოთ ადამიანებზეა გათვლილი და ისინი 1000-მდე სტუმარს იტევენ. საგას კრუიზები დადიან ევროპის, ამერიკის, აფრიკის მასშტაბით. ევროპის მიმართულებით ყველაზე პოპულარულია კანარის კუნძულები. ისინი მოიცავენ ულიმიტო ალკოჰოლს, ექსკურსიებს, სპას, აუზებს, ლექციებს, ლაივ მუსიკას და აშ.

P&O Cruises

ამ საკრუიზო კომპანიას სულ 7 გემი აქვს, აქედან ორი: ავრორა და არკადია მხოლოდ ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი. გასართობები მოიცავს თეატრს, კინოს, ხელოვნების გალერეას, ბანქოს ოთახსწ, ბიბლიოთეკას, ბარ-რესტორნებს და აუზებს. ლაუნჯში სტუმრებს საშუალება აქვთ დაესწრონ კაბარეს შესრულებას, დისკოთეკას და ქვიზ შოუებს. ავრორა დაცურავს ხმელთაშუაზღვაში, ისლანდიაში, მაროკოსა და ჩრდილოეთის ზღვაში.

პონანი/Ponant

ფრანგული პონანი პლანეტის მოწყვეტილ მიმართულებებზე დადის და მაღალი კლასის მომსახურეობას გვთავაზობს. არქტიკისა და ანტრაქტიკის გარდა, ის გვთავაზობს ტროპიკულ მიმართულებებსაც, როგორებიცაა სამხრეთ ამერიკა, აფრიკა და ინდოეთის ოკეანე.

Explora Journeys

ეს ზრდასრულებზე ორიენტირებული საკრუიზო ლაინერი მდიდრული კურორტის გამოცდილებას გვძენს. მიუხედავად იმისა, რომ მას პატარა ბავშვების ოთახიც აქვს, ძირითადად სწორედ ზრდასრულებისთვისაა შექმნილი. ელეგანტურ კრუიზებს გამაჯანსაღებელი ცენტრიც აქვს.  შემოთავაზებულია ისეთ თავშესაქცევები, როგორებიცაა წიგნის კლუბი, მედიტაციები, ყავის დაგემოვნება, ბუტიკები, ჯაზის ლაივ შესრულება და აშ.

Silversea Cruises

ტრადიციული მდიდრული საკრუიზო გამოცდილებისთვის ეს ლაინერი უნდა განიხილოთ. ლაინერს 8 საკრუიზო გემი ყავს. სილვერსი გვთავაზობს საკვებზე ორიენტირებულ ექსკურსიებს, მაგალითად ორგანული ფერმების, ვენახების მონახულებას და იტალიაშ პასტის დამზადების ვორქშოფს.

Windstar Cruises

ეს საკრუიზო ლაინერი კატეგორიულად მხოლოდ ზრდასრულებისთვის არაა განკუთვნილი, მაგრამ კომპანიის იახტები უფრო მეტად ზრდასრულებზეა მორგებული, მათ შორის ოლო მოგზაურებზე. შეგიძლიათ დატკბეთ არაჩვეულებრივი კვებით, სერვისით და შესაბამისი ატმოსფეროთი.

კრისტალი

კრისტალი ზრდასრულების გართობაზე ორიენტირებული მორიგი საკრუიზო ლაინერია, სადაც დაესწრებით კომედიურ სთენდ-აფებს, ლექციებს, ითამაშებთ პიკბოლს, დაათვალიერებთ ბიბლიოთეკას, დაისვენებთ სპაში. მათი ერთ-ერთი მარშრუტი 153 ღამეს მოიცავს და 27 ქვეყანას გვათვალიერებინებს.

Azamara

აზამარა პატარა და საშუალო გემებია, რომლებიც 700-მდე მგზავრს იტევენ. აქ საბავშვო პროგრამები შემოთავაზებული არაა, ამიტომაც ოჯახები ნაკლებად ირჩევენ. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკურსიებით, დალიონ გემრიელი კოქტეილები მის ბარებში, ესტუმრონ სპას, დაესწრონ ლაიც შოუებს და შეუერთდნენ თეთრ წვეულებებს, რომელზეც ყველას თეთრი ფერის სამოსი აცვია.

Uniworld

უნივორლდი მრავალფეროვანი მარშრუტებით გამოირჩევა ევროპაში, აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. თითოეული გემი ბუტიკ სასტუმროს წააგავს. სტუმრებს შეუძლიათ თავად დაათვალიერონ ნავსადგურები ან შეუერთდნენ ექსკურსიებს, როცა გემი პორტში გაჩერდება. ღვინო და ალკოჰოლური სასმელები აქ ულიმიტოა, ასევე გემებს აქვთ ვაიფაი. აქ ბავშვებს იშვიათად თუ შეხვდებით.