10 გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა საუკეთესო კრუიზი გააფუჭოს
რამ შეიძლება გააფუჭოს საუკეთესო კრუიზი? გარკვეული ფაქტორები ხანდახან დიდ როლს თამაშობენ და საკუთარმა შეცდომებმა ან არასწორმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიონ. ჩვენ 10 გავრცელებულ შეცდომას წარმოგიდგენთ.
1. ქვითრის ტექსტის უგულველყოფა
როდესაც კრუიზს ჯავშნით, პატარა ქვითარს გაძლევენ. ქვითარზე, რომელიც თქვენს საკრუიზო კონტრაქტს მოყვება, ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, მათ შორის აკრძალვები და შემთხვევები, რაც კრუიზიდან მოხსნას იწვევენ. მასზე დატანილია დრო, როცა გემიდან ჩასვლის უფლება გაქვთ, დოკუმენტები, რომლებიც გჭირდებათ და აშ. აუცილებლად გაარკვიეთ ინფორმაცია ჯარიმების შესახებაც. რაიმე თუ გამოგრჩათ, შესაძლოა იქამდე გაგიფუჭდეთ საკრუიზო მოგზაურობა, სანამ ის დაიწყება.
2. არასწორი სეზონის არჩევა
მაისში ალიასკაზე კრუიზი არასწორი გადაწყვეტილებაა, ისევე როგორც გაზაფხულზე კარიბის ზღვაში. ნოემბერის კრუიზი ანტრაქტიდისთვის ადრეა, რადგანაც შესაძოა ვერ იხილოთ პინგვინები. თუ საკრუიზო მოგზაურობისას გარკვეული მიზანი გაქვთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სეზონს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმედგაცრუებული იქნებით.
3. არასწორი კომპანიონების შერჩევა
თუ თქვენ და თქვენი კომპანიონები ერთნაირი აქტივობებით დაინტერესებულები არ ხართ, კრუიზისგან ისეთივე სიამოვნებას ვერ მიიღებთ, როგორც მსგავსი ინტერესების გაზიარების შემთხვევაში.
4. სამოგზაურო დოკუმენტების დავიწყება ან დიდ ჩანთაში ჩადება
კრუიზის ტერმინალთან მისვლისას აუცილებელია საჭირო დოკუმენტები თან იქონიოთ. ჩასხდომის დროს მათი წარდგენა დაგჭირდებათ.
5. უსაფრთხოების წესების ახსნის გამოტოვება
ყველა საკრუიზო მოგზაურობის პირველ დღეს საკრუიზო ლაინერზე უსაფრთხოების ტრენინგი ტარდება. მას აუცილებლად უნდა დაესწროთ, არამხოლოდ იმიტომ, რომ ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობდეთ, ასევე იმიტომ რომ შესაძლოა მისი გამოტოვების გამო დაჯარიმდეთ ან გაძევებულ იქნათ.
6. ავინის მოაჯირებზე გადაძრომა
მიუხედავად იმისა, რომ საკრუიზო ლაინერების აივნების მოაჯირები ინდუსტრიის უმაღლესი სტანდარტებითაა დაცული, მოულოდნელი შემთხვევებისგან მაინც არავის აზღვევს. ნუ გადახვალთ ერთი ვერანდიდან მეორეზე მოაჯირების საშუალებით, თუნდაც გვერდით თქვენი თანამგზავრები ბინადრობდნენ.
7. კაბინაში მოწევა
საკრუიზო ლაინერზე ერთ-ერთი სარისკო შემთხვევა, კაბინაში მოწევაა. შესაძლოა ამით ხანძრის წარმოქმნას შეუწყოთ ხელი. შემჩნევის შემთხვევაში მგზავრს უახლოეს პორტში ჩამოსვამენ.
8. ჩასხდომის დროის დავიწყება
თქვენმა გემმა შესაძლოა პორტი 5 საათზე დატოვოს. რაც იმას ნიშნავს, რომ ბორტზე ნახევარი საათით ან უფრო ადრე უნდა გამოცხადდეთ. გემი დაგვიანებულებს არასდროს უცდის.
9. ბავშვების აუზში მიტოვება
აუზში ან აუზთან მყოფი ბავშვების უმეთლავყურეოდ ყოფნა კრუიზზე სარისკო ქმედებაა.
10. ტელეფონის “თვითმფრინავის რეჟიმზე” გადაყვანის დავიწყება
როუმინგის ხარჯები საკრუიზო ლაინერზე საკმაოდ მაღალია.
