მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

ხმელთაშუა ზღვის კრუიზი ზამთარში: დადებითი და უარყოფითი მხარეები

მიუხედავად იმისა, რომ ხმელთაშუა ზღვაში კრუიზით გასვლა როგორც წესი საზაფხულო არდადეგებზეა პოპულარული, მას ზამთარშიც ჯავშნიან. საკრუიზო ლაინერები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში საზამთრო მოგზაურობას გთავაზობენ, ძირითადად არიან: Celebrity, Costa, MSC, Princess, Viking, და Windstar. ბიუჯეტური მოგზაურებისთვის ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით მშვენიერი დროა საკრუიზო გამოცდილების მისაღებად.

დადებითი მხარეები:

1. ნაკლები ხალხი

თუ გსურთ ხალხმრავლობას გაექცეთ, ხმელთაშუა ზღვის კრუიზს ცივ თვეებში ეწვიეთ. ივლისსა და აგვისტოში კრუიზზე უამრავი ხალხია და შესაძლოა რიგებში დგომაც მოგიწიოთ. ზამთარში ეს ყველაფერი არ შეგაწუხებთ.

2. სეზონური ფასდაკლებები

ხმელთაშუა ზღვაში ზამთარში საკრუიზო მოგზაურობა ბიუჯეტური იქნება, რადგანაც ამ დროს ფასები ეცემა. ისარგებლეთ შემცირებული ფასებით მდიდრულ პაკეტებზე და ასევე შავი პარასკევის შემოთავაზებებით. პორტებში გაჩერების დროსაც მაღაზიებსა თუ მუზეუმებში ბევრად იაფად ივაჭრებთ და შეხვალთ.

3. საშობაო ბაზრობები

საზამთრო არდადეგებზე პორტში გაჩერებისას შანსი გექნებათ რომ საშობაო ბაზრობები მოინახულოთ. თუ არჩევანს განსაკუთრებით ამ საკრუიზო ლაინერებზე გააკეთებთ: Celebrity Infinity, Costa Toscana, MSC World Europa, ბაზრობებს აუცილებლად მოინახულებთ.

4. მარტივი ჩალაგება

ზაფხულში საკრუიზო მოგზაურობა შესაძლოა კომპლექსური იყოს. ქალაქებში სხვადასხვა ტემპერატურაა, სიცხის და სიმშრალის გამო ბევრი გამოსაცვლელი გჭირდებათ და აშ. ხოლო ზამთარი ბარგის ჩალაგებას გაგიმარტივებთ.

უარყოფითი მხარეები:

1. ზღვა შესაძლოა აღელვებული იყოს

ზამთარში მშვიდი ზღვის 100%-იან გარანტიას ვერავინ მოგცემთ. თუ ზღვაში ყოფნა ცუდად გხდით, აუცილებლად იქონიეთ საწუწნი ჯანჯაფილის კამფეტი.

2. რაღაცეები შესაძლოა დაკეტილი იყოს

პორტებში გაჩერებისას ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში საკვები თუ სავაჭრო ობიექტები მხოლოდ სეზონურადაა ღია. ასევე სხვადასხვა ძეგლებიც.

3. ექსკურსიები კარგი აზრი არ იქნება

საკრუიზო ლაინერების ერთ-ერთი სერვისი ექსკურსიების შემოთავაზებაა. მაგრამ ვენახში თუ ნაციონალურ პარკში გასეირნება ზამთარში არც ისე კარგი იდეა იქნება. შესაძლოა საკმარისი რაოდენობის ხალხი არც შეიკრიბოს. თუმცა, ზამთარში სხვა ვარიანტებსაც შემოგთავაზებენ უფრო პატარა ჯგუფებისთვის.

4. ვერ მიიღებთ რუჯს

ზაფხულში სტუმრები ირუჯებიან როგორც გემბანზე, ასევე პორტთან მდებარე სანაპიროებზე. მაგრამ ზამთარში უბრალოდ ისიამოვნებთ სანაპირო თუ გემის სავარძლებზე ჯდომით საცურაო კოსტიუმის გარეშე.

მათთვის ვისაც კრუიზში ყოფნისას კულტურა და სამზარეულო აინტერესებს, ფასების ვარდნის გამო იტალიის და ესპანეთის გავლით საზამთრო კრუიზებს გირჩევთ.