საუკეთესო საკრუიზო რჩევები კრუიზის თანამშრომლებისგან
ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმის “Cruise Critic”-ის გამოკითხვის მიხედვით, გთავაზობთ რჩევებს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ თუ კრუიზის დაჯავშნას გადაწყვეტთ.
- აუცილებელია მიყვეთ დინებას და მოულოდნელი გამოწვევების მშვიდად შეხვდეთ. ასე ბევრად უკეთეს საკრუიზო მოგზაურობის გამოცდილებას მიიღებთ. პორტები ხშირად იცვლებიან, მაგრამ წინასწარი დაგეგმვით, სწორი კომუნიკაციით და ჩამანაცვლებელი გეგმის ქონით, ყველაფერი მარტივად გადაწყდება.
- მთავარია არ დაგავიწყდეთ პასპორტი და საკრედიტო ბარათი. სხვა ყველაფრის შეძენას ისედაც შეძლებთ.
- ნუ ეცდებით ყველაფრის ერთბაშად გაკეთებას. გახსოვდეთ, არდადეგებზე ხართ. უბრალოდ დასხედით სკამზე და მშვიდად უყურეთ წყლის მიმოქცევას.
