მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

საუკეთესო საკრუიზო მიმართულებები აქტიური მოგზაურებისთვის

ვარჯიშს თითქმის ყველა კრუიზზე მოახერხებთ, მაგრამ, მეტი ადრენალინისთვის ზოგიერთი კრუიზი განსაკუთრებულ გამოცდილებებს გვპირდება. სურთ კრუიზის ერთ დღიან ექსკურსიებზე ქალაქში ველოსიპედის ტურის აღება ან მცირე ლაშქრობა ჯუნგლებში? მაშინ როცა ზოგიერთ პორტს საერთოდ არ აქვს მსგავსი სათავგადასავლო შემოთავაზებები, ზოგის პირიქით, აქტივობების დიდ არჩევანს გთავაზობთ. ჩვენ გთავაზობთ მიმართულებებს, რომელთა არჩევისასაც აქტიურ საკრუიზო დასვენებას მოიწყობთ.

ფრანგული პოლინეზია

დაჯავშნეთ ნავის ტური ან ითამაშეთ ფრენბურთი სანაპიროზე. ფრანგული პოლინეზიის ლაგუნებში სნორკელინგის და სკუბა დაივინგის შესაძლებლობაც გექნებათ. ჩვენ გირჩევთ პოლ გოგენის კრუიზებს, კიტსერფინგით და კაიაკით დაკავებისთვის.

დასავლეთ კარიბის ნაწილი

კაიმანის კუნძლები საუკეთესო კლდის რიფებს და გამჭვირვალე წყალს გვთავაზობს დაივინგისთვის. მოინახულებთ ნანგრევებს, ეკო-პარკებს, ჯუნგლებს, მდინარეებს, იჯირითებთ და იფრენთ ზიპლაინით. იამაიკაც აქტიური საკრუიზო მოგზაურების სამოთხეა. ამ მიმართულებით გირჩევთ როიალ კარიბიანს. თვითონ გემზეც კი შეძლებთ აქტიურ დასვენებას: ცოცვას, კალათბურთის თამაშს, ყინულზე სრიალს და სერფინგის სიმულატორისგამოცდას.

გალაპაგოსი

ეს ბუნების საოცრება მოგამზადებთ ვულკანურ კუნძულებზე ლაშქრობისთვის, სნორკელინგისთვის წყლის კუებით თუ სხვა ზღვის ცხოველებით მდიდარ წყლებში და საშუალებას მოგცემთ ჩაერთოთ ველური ბუნების ექსპედიციაში. გალაპაგოსის კრუიზის არჩევისას დაჯილდოვდებით ულამაზესი სანაპიროებითაც.

ცენტრალური ევროპა

მდინარის კრუიზი ცენტრალური ევროპის გულში გამოგზაურებთ. თუ საკრუიზო მოგზაურობას მდინარე დანუბეზე აირჩევთ, იხილავთ ველებს, ვენახებს და ულამაზეს სოფლებს. ეწვევით დიდ ქალაქებს, ვენას, ბუდაპეშტს, ბრატისლავას, და შეზღუდული დროის გამო, ღირსშესანიშნაობების სანახავად აქტიური მოძრაობა მოიწევთ. გაისეირნებთ ავტრიის ტყეებში, გაივლით ველოსიპედით ძველ უბნებში და დალაშქრავთ დედაქალაქების მაღალ მთებს ხედებისთვის.

ავსტრალია და ახალი ზელანდია

პლანეტის სამხრეთ ჰემისფერო ცნობილია გარე სპორტის სახეობებით. ბევრ მსხვილ პორტში აღმოაჩენთ სერფინგის, ბანჯი ჯამფინგის, პარაპლანის თუ სხვა სპორტული აქტივობის დატესტვის სერვისებს. ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი ცნობილია, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ადგილი დაივინგისა და სნორკელინგისთვის. ამ მიმართულებით გირჩევთ პრინცეს კრუიზებს, რომლებიც ავსტრალიის და ახალი ზელანდიის პორტებში გაჩერდებიან და მრავალფეროვან ექსკურსიებს შემოგთავაზებენ.

კოსტა რიკა

კოსტა რიკაზე კი იხილავთ ნიანგებს და მაიმუნებს უნიკალური პერსპქტივიდან, როცა მათ ზიპლაინით ჩაუფრენთ. ამ მიმართულებით კრუიზში ყოფნისას გირჩევთ რაფტინგის და კაიაკის ტურების აღებასაც.