მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

საუკეთესო საკრუიზო ლაინერები წყვილებისთვის

თუ რომანტიკული ტიპის დასვენება გსურთ, მიეცით კრუიზებს შანსი. ჩვენ ტოპ რომანტიკულ საკრუიზო ლაინერებს გირჩევთ, რომლებიც თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარ მოგონებად აქცევენ. მშვიდი სპა სესიები, ვახშამი სანთლის შუქზე და ამაღელვებელი ექსკურსიები: კრუიზები თავგადასავლებისა და რომანტიკული აქტივობების იდეალური შერწყმაა.

საუკეთესო ოკეანის კრუიზები წყვილებისთვის

ოკეანის კრუიზები წვყილებს სიმდიდრის, თავგადასავლების და დასამახსოვრებელი მომენტების მიქსს სთავაზობს. ეს კრუიზები შექმნილია იმისთვის, რომ წყვილებს უნიკალური გამოცდილება შესძინოს. ტროპიკული კუნძულებიდან ცოცხალ მეგაპოლისებამდე, ისინი სტუმრებს რელაქსაციის და სხვა ადამიანებთან ერთად დროის გატარების საშუალებას აძლევენ.

სელებრითი კრუიზები (Celebrity Cruises)

თუ მდიდრულ ინტერიერს და თანამედროვე ელეგანტურობას ამჯობინებთ, სელებრითი კრუიზები ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება. მისი გემები აერთიანებენ შთამბეჭდავ ტერასულ ბაღებს, სპა სერვისებს და ოთახებს, რომლებიც კომფორტისთვისაა შექმნილი. მარშრუტებით, რომლის დროსაც მზიან ხმელთაშუაზღვას ან ცოცხალ კარიბის სანაპიროს მოივლით, წყვილები ისიამოვნებენ იდილიური მიმართულებებით და მსოფლიო დონის სერვისით.

რეჯენტ 7 ზღვის კრუიზები (Regent Seven Seas Cruises)

ეს კრუიზები განსაკუთრებით მდიდრულ გამოცდილებას შეგძენენ. ყოვლისმომცველი პაკეტები (all-inclusive) ფარავენ კვებას, პრემიუმ სასმელებს და კერძო ექსკურსიებს. ეს საკრუიზო ლაინერი ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას. ნომრებს აქვთ პირადი აივნები, რათა დატკბეთ მშვიდი დილებით ზღვაში ან რომანტიკული მზის ჩასვლის ხედებით. არ აქვს მნიშვნელობა ეგზოტიკურ მიმართულებას აირჩევთ თუ სარელაქსაციოს პერსონალური სერვისებით, რეჯენტი თქვენს მშვიდ მოგზაურობას უზრუნველყოფს.

ვირჯინ ვოიაჟი (Virgin Voyages)

ვირჯინ ვოაიჟი მხოლოდ ზრდასრულებისთვის განკუთვნილ კრუიზებს გვთავაზობს, იდეალურს ახალგაზრდა წყვილებისთვის. მათი ფოკუსი ღამის ცხოვრება, ლაივ გართობა და უნიკალური ვახშმის გამოცდილებაა. აქ რომანტიკა ცოცხალ ატმოსფეროს ერწყმის. ღამის წვეულებები ვარსკვლავების ქვეშ განსაკუთრებით სასიამოვნოა. მათი მარშრუტები ხშირად მოიცავენ ევროპას და აქ გართობა გემს ცდება.

პრინცეს კრუიზები (Princess Cruises)

ისინი, რომლებიც კლასიკურ რომანტიკას ეძებენ, პრინცეს კრუიზებზე უნდა გააკეთონ არჩევანი. ეს საკრუიზო ლაინერი გვთავაზობს თემატურ რომანტიკულ პაკეტებს, რომლებიც ყველა ხასიათს ეწყობიან. აქ ფილმებს ვარსკვლავების ნათების ქვეშ იხილავთ, გადაფარებული პლედებით. ყველა დეტალი აქ ფაქტობრივად სიყვარულს ეძღვნება. ეს საკრუიზო ლაინერები ყველა წყვილს რაღაც განსაკუთრებულს სთავაზობს. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენს სურვილებთან ყველაზე ახლოსაა და შექმენით მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრება თან გაგყვებათ.