მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

საუკეთესო დრო ევროპის კრუიზში წასასვლელად

კრუიზში წასვლის დაგეგმვამდე ყველაზე ხშირად მოგზაურები სვამენ კითხვას: რა პერიოდია ამისთვის ყველაზე შესაფერისი? სწორი პასუხი არ არსებობს, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც გარკვეულ როლს თამაშობენ. მათ შორისაა ფასები და ამინდი. ზოგადად, ოკეანის და მდინარის კრუიზებს სამი სეზონი აქვთ: ყველაზე მოთხოვნადი მაღალი ფასებით, ბევრი ხალხით და საუკეთესო ამინდით; საშუალო და ყველაზე იაფი, ნაკლები ხალხით.

საუკეთესო დრო ევროპაში საკრუიზო მოგზაურობისთვის:

1. აპრილიდან – ივნისის შუა პერიოდამდე;

2. სექტემბერი-ოქტომბერი.

ევროპული კრუიზისთვის საუკეთესო დრო არა ზაფხული, არამედ გვიანი გაზაფხული და ადრეული შემოდგომაა. ტემპერატურა ამ დროს სასიამოვნოა და ტურისტების რიცხვიც ზაფხულთან შედარებით, ნაკლებია. ამ დროს აღმოაჩენთ ევროპულ კრუიზებზე ყველაზე დაბალ ფასებს. ბალტიის და ჩრდილოეთ ევროპის კრუიზებს მოკლე სეზონები აქვთ.

საუკეთესო დრო ხმელთაშუა ზღვის კრუიზებისთვის:

1. აპრილიდან – ივნისამდე

2. სექტემბერი-ოქტომბერი

დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის კრუიზებისთვის პიკი სეზონია აპრილიდან ნოემბრამდე. ამ დროს საკრუიზო ლაინერები ჩერდებიან ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიასა და მალტაში. კანარის კუნძულები, ხორვატია, ბალკანეთის ქვეყნები, საბერძნეთი და თურქეთი, კრუიზებს დეკემბრის ჩათვლით იღებენ. შეიძლება ითქვას, რომ მაისი და სექტემბერი მაინც საუკეთესო თვეებია დასავლეთ ხმელთაშუაზღვის კრუიზებისთვის. ამ დროს თავს აარიდებთ სასკოლო დასვენებებს, ტემპერატურა კვლავ თბილი იქნება, ცა კი მშრალი. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის მიმართულებით კი გირჩევთ აპრილს და ოქტომბერსაც.

საუკეთესო დრო ევროპის მდინარის კრუიზებისთვის:

მაისიდან – სექტემბრამდე

ესაა, დრო როცა ევროპაში ტურისტული აღზევება იწყება: კაფეები სავსეა, ქუჩები ხმაურიანი, დღეები გრძელი და თბილი. ევროპის მდინარეებზე გაშენებული ბევრი ქალაქი დატვირთულია. შედარებით დაბალი ფასებისთვის აირჩიეთ გაზაფხული. განსაკუთრებით პოპულარულია ტიტების ყვავილობა ნიდერლანდებში და ბელგიაში. მდინარის კრუიზს გირჩევთ პორტუგალიის დუოროშიც. თუ საშობაო ატმოსფერო გხიბლავთ, მაშინ მდინარის კრუიზებს ნოემბერსა და დეკემბერში შეუერთდით. ამ დროს შეძლებთ იხილოთ საშობაო ბაზრობები გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში.