მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

საკვები კრუიზზე: რას უნდა ელოდოთ

კრუიზი განთქმულია კვებით და საჭმლის მრავალფეროვნებით. ის მოიცავს საუზმეს, სადილს და ვახშამს. თუმცა, სასადილო დარბაზის გარდა, კრუიზზე კერძო რესტორნებიცაა განთავსებული, სადაც განსხვავებული კერძების მირთმევაც შეგიძლიათ.

საკრუიზო ლაინერზე მირთმევას თავისი ეტიკეტი აქვს. დრესკოდს რაც შეეხება, სტანდარტულ ბუფეტში/სასადილო ოთახში, სადაც სამჯერადი კვებაა წარმოდგენილი, მანდ რა თქმა უნდა ნებისმიერი სამოსით შეგიძლიათ მისვლა, ხოლო სპეციალურ რესტორნებში ჩაცმაც ოფიციალურია საჭირო. ასევე, რესტორანი აუცილებლად უნდა დაჯავშნოთ წინასწარ. თუ ყველაფერს არ მიირთმევთ, გაქვთ შეზღუდველი, სპეციალური მოთხოვნები ან ალერგიები, აუცილებლად წინასწარ გააკეთეთ განცხადება იქამდე, სანამ გემზე ახვალთ.

საკრუიზო გემები ბევრ საკვებ სივრცეს გვთავაზობენ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია გემის ზომაზეც. დიდი გემები მეტ ვარიანტს წარმოგვიდგენენ. თუმცა, პატარებსაც ერთზე მეტი რესტორანი აუცილებლად აქვთ. კრუიზის სპეციალური რესტორნები როგორც წესი არის სტეიკჰაუსები, ფრანგული ბისტროები, იტალიური ტრატორიები და სუშის რესტორნები. უფრო მარტივი ვარიანტებია პიცერიები, გრილის ბარები და საკონდიტროები. ზოგიერთ გემს აქვს მდიდრული რესტორნებიც.

მსხვილი საკრუიზო ლაინერების გემებზე გამოძახებულ საკვებს კაბინაში 24-7 ზე მოგიტანენ. ოთახის სერვისის მენიუ სტანდარტულ კერძებს მოიცავს. ოთახის მომსახურეობა როგორც წესი უფასოა. ზოგიერთ შემთხვევაში კი ემატება მცირედი თანხა. შეგიძლიათ საკვები წაიღოთ სასადილო სივრციდანაც, ან თხოვოთ მომსახურე პერსონალს რომ შეგიფუთონ.

რესტორნებს და სასაცილო ბუფეტებს ცალკე აქვთ საბავშვო მენიუ, შედარებით მომცრო პორციებით. ასევე, გემებს აუცილებლად აქვთ ვეგეტარიანული; ნაკლებად მარილიანი, უგლუტეინო და ვეგანური ვარიანტები.