როგორ შეიცვალა კრუიზი დროთა განმავლობაში
წლების მანძილზე, საკრუიზო ლაინერები ვითარდებიან და საკრუიზო მოგზაურობის ტრადიციებიც იცვლება და იხვეწება.
ინდუსტრია გაიზარდა და გემები ტექნოლოგიურად უფრო განვითარდა
ბოლო 30 წლის მანძილზე, საკრუიზო გემები უბრალოდ მცურავი სასტუმროებიდან, მასიურ მეგა-კურორტებად გადაიქცნენ. ტექნოლოგიების, სოციალური მედიის და აპლიკაციების განვითარებით, საკრუიზო დაგეგმვა და რესურსების მოპოვებაც გამარტივდა. ჩასხდომის და გემის დატოვების პროცედურებიც დასწრაფდა. თავდაპირველად, საკრუიზო გემზე ასასვლელად უშველებელ რიგში დგომა იყო საჭირო. ამჟამად, ჩასხდომის დრო 15 წუთამდეა შემცირებული.
დაემატა ბევრი მიმართულება
90-იანებში და უფრო ადრე, კრუიზები მხოლოდ კარიბის ზღვაში, ალიასკაზე და ხმელთაშუაზღვის აუზში დადიოდნენ. დღეს ისინი მსოფლიოს ყველა წერტილში დადიან, მათ შორის აზიაში.
გაიზარდა აივნიანი კაბინების რაოდენობა
1990 წლამდე აივნიანი კაბინები ფართოდ ხელმისაწვდომი არ იყო. 30 წლის წინ ის მართლაც იშვიათობას წარმოადგენდა. დღეს კაბინაში აივნის ქონა ჩვეულებრივი ამბავია. შეგიძიათ ოკეანეს თქვენი ოთახიდანაც უმზიროთ.
გაუქმდა დრესკოდი
კრუიზის დრესკოდი ბევრად მოხერხებული და თავისუფალი გახდა. დღეს კრუიზის მგზავრებს არ მოეთხოვებათ დრესკოდის დაცვა არც სასადილო სივრცეებში.
მეტი თემატური კრუიზი
ბოლო წლებია, რაც კრუიზები სხვადასხვა თემატიკის აქტივობებს გვთავაზობენ და ყველა ინტერესის მქონე მგზავრს აკმაყოფილებენ. თემები მოიცავენ: კულინარიას, გაჯანსაღებას, მუსიკას და აშ.
