როგორ უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე დიდხანს ზღვაში ყოფნის შემთხვევაში
მიუხედავად იმისა, რომ კრუიზზე ბევრი გასართობია, არაა გამორიცხული რომ გრძელი მარშრუტის შემთხვევაში მოწყენილობამ მაინც შემოგიტიოთ. ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ თუ როგორ შეინარჩუნოთ სიმშვიდე:
1. დაჯავშნეთ აივნიანი ოთახი
თუ გაშლილ ზღვაში რამდენიმე დღეს აპირებთ ყოფნას, აირჩიეთ აივნიანი ოთახი, რათა კრუიზზე ყოფნისას პირადი ღია სივრცეც გქონდეთ. შეგიძლიათ მიეფიცხოთ მზეს, დალიოთ კოქტეილი და წაიკითხოთ წიგნი განმარტოებით.
2. მიიღეთ სარგებელი სხვადასხვა პროგრამებში ჩართვით
რადგანაც საკრუიზო კომპანიებს არ სურთ რომ მოიწყინოთ, პროგრამას წლიდან წლამდე აუმჯობესებენ და ავითარებენ. შეგიძლიათ დაკავდეთ ტრივიათი, თამაშებით, ვორქშოფებით და სხვა დაგეგმილი ღონისძიებებით. აუცილებლად შეამოწმეთ დღის და ღამის აქტივობების განრიგი და ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ.
3. გამოიმუშავეთ ენდორფინები
კრუიზზე ფიზიკური აქტივობისთვისაც მრავალფეროვანი ვარიანტებია შემოთავაზებული: თოკების პარკი, საცოცი კედელი, ტრენაჟორები და რა თქმა უნდა საცეკვაო დარბაზები. ისწავლეთ სალსას მოძრაობები!
4. ჩათვლიმეთ შუადღეს
დასვენების დროს შუადღის ძილი სხეულს სრულ რელაქსაციას ანიჭებს.
5. დაუწესეთ საკუთარ თავს ნაბიჯების რაოდენობის გამოწვევა
გამოიწვიეთ საკუთარი თავი და ისინი ვისთან ერთადაც კრუიზზე იმყოფებით, რომ დღეში 5,10 ან 15 ნაბიჯი გაიაროთ. ეს დროსაც გაგაყვანინებთ და ჯანმრთელობაზეც საუცხოოდ აისახება.
6. წიგნები
დროის შესავსებად და მის საინტერესოდ გასატარებლად წიგნები საუკეთესო მეთოდია. თუ თავად არ გექნებათ წიგნი ხელთ, ესტუმრეთ კრუიზის ბიბლიოთეკას.
7. წასვლამდე გადმოიწერეთ სერიალები
გადმოიწერეთ სასურველი სერიალის მთელი სეზონი ან რამდენიმე ფილმი, რათა საკუთარ ოთახშიც მოიწყოთ კინოჩვენება და არამხოლოდ კრუიზის საჯარო კინოეკრანებზე.
8. აითვისეთ ახალი ჰობი
საკრუიზო ლაინერზე საშუალება გექნებათ, რომ რაიმე ახალი ჰობი შეისწავლოთ. თითქმის ყველა ლაინერი გვთავაზობს კერძების მომზადების გაკვეთილებს, ღვინის დაგემოვნების მასტერკლასებს, გოლფს, სპორტული აქტივობების სესიებს და ხელნაკეთობების გაკეთების ვორქშოფებს.
9. მოიწყვეთ სპა დღე
არაფერია იმაზე სარელაქსაციო, ვიდრე გემის სპაში დროის გატარება. კრუიზების თერმო-განყოფილებები კეთილმოწყობილი და მოდერნიზებულია.
10. გაარკვიეთ რა ხდის თქვენს კონკრეტულ საკრუიზო ლაინერს განსაკუთრებულს
იმის მიხედვით, თუ რომელი ლაინერით მგზავრობთ, როიალ კარიბიანით, ნორვეგიულით, კარნავალით თუ MSC-ით, ბევრ საინტერესო მახასიათებელს აღმოაჩენთ. ზოგიერთი ცნობილია ბოულინგის ინფრასტრუქტურით, ზოგი ზიპლაინით და სასრიალოებით, ზოგი კარტინგებით და ზოგი კი სიმულატორებით.

