მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

როგორ აუმჯობესებს საკრუიზო მოგზაურობა თქვენს ჯანმრთელობას

რა მოხდება თუ გეტყვით რომ თქვენი შემდეგი კრუიზი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი გადაწყვეტილება იქნება მთელი წლის მანძილზე? გარდა იმისა, რომ აღმოაჩენთ ახალ მიმართულებებს და გაერთობით, საკრუიზო მოგზაურობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.

თანამედროვე ცხოვრება როგორც წესი სტრესულია. ტელეფონებში არ წყდება შეტყობინებები, კალენდარი იტვირთება პასუხისმგებლობებით და ტვინს არ აქვს საშუალება სრულყოფილად დაისვენოს. ამიტომაც, საკრუიზო მოგზაურობა მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე  დადებითად აისახება. ეს რუტინიდან გაქცევაა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში დადებით ბიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. ის რაც საკრუიზო მოგზაურობას ეფექტურს ხდის, უნიკალური გარემოა. როგორც კი ბორტზე ახვალთ, ყოველდღიურ ცხოვრებას სრულად მოწყდებით და ტექნოლოგიურ დეტოქსსაც განიცდით.

კვლევებით დადგენილია, რომ საკრუიზო მოგზაურობა მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის დონეს. სტრესზე პასუხისმგებელი ჰორმონი, კორტიზოლი ზღვაში გემზე ყოფნისას ნელ-ნელა იკლებს. ამ ყველაფრის გამომწვევია სერვისი, რომელსაც კრუიზები გვთავაზობენ. თქვენ არ გიწევთ რესტორნების მოძებნა, უცხო ქუჩებში ნავიგაცია, ტრანსპორტზე ნერვიულობა, საჭლის მომზადება და აშ. ყველაფერი აქ ერთ გემზეა. შესაბამისად, თქვენი ნერვული სისტემაც რელაქსაციას განიცდის.

სამსახურეობრივი გადაღლა და გადაწვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ოფიციალურადაა აღიარებული როგორც ოკუპაციური სინდრომი. სიმპტომებია: ემოციური შფოთვა, შემცირებული პროდუქტიულობა, დისტანცია საქმეებისგან, გაფანტულობა. საუკეთესო გზა, იმისათვის, რომ სიტუაცია გამოასწოროთ, სრულად უნდა მოწყდეთ სამსახურეობრივ პასუხისმგებლობებს. საკრუიზო გემზე ეს ბუნებრივად ხდება. იქაური სარელაქსაციო გარემო სრულად ანაცვლებს სამსახურის ქაოსს და ცხოვრების მშვიდ, სასიამოვნო რიტმს გძენთ. კრუიზის მგზავრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბორტზე ასვლიდან რამდენიმე დღეში უმჯობესდება მათი ენერგია, განწყობა და კეთილგანწყობა. ეს მნიშვნელოვანია ქრონიკული სტრესის დროს.

მენტალური ჯანმრთელობა გაუმჯობესებას იქამდე იწყებს, სანამ გემზე ახვალთ. საკრუიზო მოგზაურობის მოახლოება უკვე დადებითაც მოქმედებებს გუნება-განწყობილებაზე. ტვინი დოპამინის გამოყოფას იწყებს, რაც სიამოვნების მიღებასთან ასოცირდება. ბედნიერების განცდა სახლში დაბრუნების შემდეგ კვირეების მანძილზე გასტანს. საკრუიზო მოგზაურობის შემდეგ თავს ოპტიმისტურად და ენერგეტიკულად გრძნობენ.

დასვენებისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია ძილის ხარისხი. კრუიზზე ესეც თავისუფლადაა შესაძლებელი. ღრმა ძილს უზრუნველყოფს რიტმული ხმებიც, მათ შორის წყლისაც, გემის ნაზი მოძრაობისას. კრუიზის მგზავრები აღნიშნავენ, რომ დილაობით უფრო დასვენებულები იღვიძებენ.

კრუიზზე შემოთავაზებული ხელოვნების და კულინარიის ვორქშოფები ასევე ხელს უწყობენ კრეატიული აზროვნების განვითარებას, ახალ იდეებს და პერსპექტივებს.

საკრუიზო მოგზაურობა გვწყვეტს სამსახურეობრივი მოვალეობებისგან, სახლის საქმეებისგან და დატვირთული გრაფიკისგან, ამიტომაც უფრო ახლო ურთიერთობებს ვამყარებთ სამოგზაურო კომპანიონებთან. ბევრი ოჯახი აღნიშნავს, რომ საკრუიზო დასვენება მეტად უწყობს ხელს მათ ოჯახურ სიახლოვეს. კრუიზის სოციალური გარემო საშუალებას გვაძლევს დავამყაროთ ახალი მეგობრობაც. მის სივრცეებში თუ ექსკურსიების დროს ვხვდებით და ვესაუბრებით ადამიანებს, რომლებთანაც ჯანსაღ სოციალურ ურთიერთობებს ვამყარებთ.

საკრუიზო მოგზაურობა სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც შფოთვა და დეპრესია აწუხებს. იქ მცირდება დაღლილობა, წვრილმანებზე ღელვა, გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება და აშ. საბოლოოდ, ზღვაში ყოფნას თერაპიული ზემოქმედება აქვს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ზღვა, ცა, ტალღების ხმა და ღია სივრცეში ყოფნა ამცირებს დეპრესიის სიმპტომებსაც. ბევრი კრუიზის მგზავრი თავს საკრუიზო ლაინერზე აქტიურადაც გრძნობს: სეირნობს, სპორტულ აქტივობებში იღებს მონაწილეობას, ცურავს და აშ.

დაჯავშნეთ კრუიზი კრუიზერთან ერთად!