რა ხდის კარნავალის კრუიზებს საუკეთესოს ზღვაში გართობისთვის
როდესაც საქმე კრუიზში გართობას ეხება, კარნავალი ერთ-ერთი უპირობო ლიდერია ბიზნესში. ისინი თავიანთი მგზავრებისთვის ექსტრაორდინალურ და კრეატიულ გასართობებს ქმნიან. Carnival Cruises 1972 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად მილიონობით სტუმარს მასპინძლობს. ახლა ჩამოგითვლით მიზეზებს თუ რატომაა კარნავალი საუკეთესო კრუიზზე გართობისთვის:
BOLT: პირველი ატრაქციონი ზღვაში
კარნავალმა უპრეცენდენტო ინოვაცია შემოგვთავაზა. ეს ატრაქციონიაა, რომლით სარგებლობაც შუა ზღვაში შეგიძლიათ. გარდა ადრენალინის გამოყოფისა, დატკბებით 360 გრადუსიანი ხედებით ზღვაზე ან ოკეანეზე განსაკუთრებული სიმაღლიდან. გერმანელი მწარმოებლის მიერ დაპროექტებული ატრაქციონები ინჟინერიის საოცრებაა, რომელიც ერთგვარ გამოწვევას ქმნის მოძრავ გემზე.
WaterWorks: სასრიალოები ყველასთვის
კარნავალის აკვაპარკები და მრავალფეროვანი სასრიალოები ოჯახის ყველა წევს გაართობს. ახალ გემებს კიდევ უფრო დახვეწილი სასრიალოები აქვთ. ამასთან, აქ არის აუზები და გასაწუწი ზონები.
ექსკლუზიური მიმართულებები
2025 წლის ივლისში, კარნავალის გემებმა ექსკლუზიურ მიმართულებად გრანდ ბაჰამას კუნძული შეარჩიეს. ამ კერძო სამოთხემ კრუიზის სტუმრებს უნიკალური სანაპირო გამოცდილება შესძინა. ეს სერვისიც კრუიზის ფასში შედის.
საოჯახო ინვენტარი და შემოთავაზებები
კარნავალი ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტ ბავშვს ეგებება. ის საოჯახო დასვენებისთვის იდეალური საკრუიზო ლაინერია. კარნავალი სპეციალურ შოუ-პროგრამებს გვთავაზობს სხვადასხვა ასაკოვან კატეგორიაზე. პროგრამები მოიცავენ კრეატიულ აქტივობებს, სპორტულ თამაშებს, თემატურ წვეულებებს, ვიდეო თამაშებს, სოციალურ ღონისძიებებს, საცეკვაო საღამოებს და სხვა, რა თქმა უნდა ასაკის შესაბამისად. ასევე, კრუიზზე ლაუნჯ სივრცეები მდებარეობს, სადაც მშობლებს შეუძლიათ დაისვენონ ჭიქა ყავასთან ერთად, იქამდე სანამ ბავშვები სხვადასხვა აქტივობებით გაერთობიან.
გართობა რომელიც არასდროს სრულდება
კარნავალის კრუიზზე ყოფნისას გართობა არასდროს სრულდება. ყოველი ღამე აქ რაღაც განსხვავებულს გვთავაზობს და ღონისძიებები დილამდეც გრძელდება. დღის გასართობი აქტივობები მოიცავენ ტრივია თამაშებს, ინტერაქციულ შოუებს, ლაივ პერფორმანსებს, ღვინის დაგემოვნებას, დიჯეის აუზთან, თეატრალურ და კომედიურ შოუებს.
რატომაა “Carnival” საუკეთესო ხარისხი თავის ფასში?
კომბინაცია ინფრასტრუქტურის, ინოვაციური გართობის, ოჯახებზე ორიენტირება და ხელმისაწვდომობა, კარნივალს სხვა საკრუიზო ლაინერებში ნამდვილად გამოარჩევს. მის სტუმრებს საშუალება აქვთ მოიწყონ დაუვიწყარი დასვენება ისე, რომ ზედმეტი თანხა არაფერზე დაამატონ. კარნივალი ეგებება ყველას, მათ ვისაც მთელი დღე აუზთან სურს წოლა, მათ ვისაც საღამოს ელეგანტურ ღონისძიებაზე გამოწყობა სურს და მათ ვისაც მთელი დღე უბრალოდ სპორტულად და კომფორტულად უნდა ყოფნა.
გსურთ გამოსცადოთ კარნივალი? დაჯავშნეთ ტური კრუიზერში.

