რა უნდა წაიღოთ ალიასკას კრუიზში
თუ კრუიზით ალიასკაზე წასვლით ხართ დაინტერესებული, გეტყვით რომ ამ მოგზაურობისას შთამბეჭდავი ლანდშაფტები, გასაოცარი ველური ბუნება, მყინვარების და ტყეების საოცარი სილამაზე შემოგეგებებათ. სრულად რომ მიიღოთ სიამოვნება, გონივრულად ჩაბარგება აუცილებელია. ალიასკაზე ამინდი არაპროგნოზირებადია. ერთმანეთს ხშირად ცვლის მზე, წვიმა და ქარი. ჩვენ გირჩევთ თუ რა უნდა იქონიოთ ალიასკას კრუიზში:

- თბილი სამოსი: თერმული ზედები და შარვლები, განსაკუთრებით მაშინ, თუ აპირებთ რომ გარე ექსკურსიებს შეუერთდეთ. ჟაკეტები, ჯემპერები და ჰუდები.
- საწვიმარი და ქოლგა
- ფეხსაცმელი: სალაშქრო ბათინკები, წყალგამძლე ფეხსაცმელი, კომფორტული და ყოველდღიური ფეხსაცმელი და სანდლები.
- აქსესუარები: ქუდი, ხელთათმანი, კაშნნე, მზისგან დამცავი ქუდი, სათვალე.
- საღამოს სამოსი: კრუიზზე რამდენიმე თუ არა ერთი საღამო მაინც იქნება ფორმალური, სადაც გამოსასვლელი სამოსი დაგჭირდებათ.
- ბინოკლი: ალიასკას ველური ბუნება თავისი ბინადრებით გასაოცარია, ამიტომაც დააკვირდით მათ ბინოკლით.
- კამერა და ფოტოაპარატი: ალიასკადან ვიდეოების და ფოტოების გარეშე არ უნდა დაბრუნდეთ. ის ფოტოგრაფების საოცნებო მხარეა. გადაუღეთ ბუნებას.
- საცურაო კოსტიუმი: გარე ტემპერატურის მიუხედავად, ალიასკას კრუიზებს ცხელი ჯაკუზები, საუნა და დახურული აუზები აქვთ.
დატოვეთ ბარგში ადგილი სუვენირებისთვის, რადგანაც ალიასკა ცნობილია უნიკალური სუვენირებით, სამკაულებით და საკვები პროდუქტებით. იყავით მზად როგორც თავგადასავლებისთვის, ასევე სიმყუდროვისთვის. აღმოაჩინეთ მაგიური მყინვარები, პატარა საპორტო ქალაქები და ისიამოვნეთ კრუიზის კომფორტით.
