მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

რა უნდა მიირთვათ კრუიზში ზღვის დაავადების თავიდან ასაცილებლად

ზღვაში მოგზაურობამ შესაძლოა ზღვის დაავადების ნიშნები გააჩინოს. ზღვის დაავადებას გემის მოძრაობისგან გამოწვეული რხევები იწვევს. ერთ-ერთი ბუნებრივი საშუალება, რისი მიღებაც ამ დროსაა რეკომენდირებული, ჯანჯაფილია. ის ასუსტებს გულისრევის შეგრძნებას და მუცელში პროცესებს სასიკეთოდ არეგულირებს.

სამედიცინო დასკვნებით, ჯანჯაფილი ამცირებს ტკივილს, ხელს უშლის გულძმარვას და მწყობრში მოჰყავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. გირჩევთ მიირთვათ ჯანჯაფილის ბისკვიტები ან დალიოთ ჯანჯაფილის ჩაი. მას იღებენ ასევე როგორც აბის ან კამფეტის ფორმით. მისაღებია სასმელი ჯინჯერის ტოპიკიც ან საღეჭი რეზინა.

მოგზაურებს ურჩევენ, რომ გაისეირნონ გემის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც ყველაზე დაბალანსებული არეალია, რათა ნაკლებად იგრძნონ რხევები, რომელიც ზღვის დაავადების სიმპტომებს იწვევს.