რა არ უნდა მოათავსოთ კრუიზის ჩასაბარებელ ბარგში
საკრუიზო მოგზაურობისთვის ბარგის ჩალაგებისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ შერჩეული მიმართულების კლიმატი და ბორტზე ყოფნის წესები. ზოგადად მოგზაურებს თან ხშირად მიაქვთ მედიკამენტები, რომლებიც შესაძლოა მოგზაურობისას დასჭირდეთ. მთავარია არასდროს მოათავსოთ ისინი ძირითად ბარგში. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ რისკები, იქონიეთ ისინი ხელჩანთაში, რადგანაც გემზე აფთიაქი არ დაგხვდებათ. ამასთან, წამლები აუცილებლად უნდა იყოს მოთავსებული მათ ორიგინალ კონტეინერებში.
აეროპორტის მსგავსად, კრუიზის მგზავრების ძირითადი ბარგი ცალკე მოწმდება. ისინი შემდგომ თქვენს კაბინაში იგზავნება, მაგრამ შესაძლოა ბარგის თქვენამდე მოსვლა დაგვიანდეს. მეორე ნივთი, რაც მთავარ ჩემოდანში არ უნდა იქონიოთ, პასპორტი და პირადი დოკუმენტებია. ისინი აუცილებლად უნდა იქონიოთ თან.
ბოლოს კი, ნუ მოათავსებთ სასმელებს, განსაკუთრებით ალკოჰოლს. ზოგიერთი საკრუიზო ლაინერი ნებას გრთავთ აიტანოთ ბორტზე გარკვეული რაოდენობის სასმელები, მაგრამ ნუ შეინახავთ მათ ჩასაბარებელ ბარგში.
