მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

რატომ უყვარს ხალხს კრუიზში წასვლა?

თუკი საზღვაო მოგზაურობის გამოცდილება არ გაქვთ, თქვენთვის რთულად გასაგები იქნება, რატომ არის ზოგიერთი ადამიანი თვითაღიარებული კრუიზის ნარკომანი. თავგადასვლების მაძიებელთა ნაწილს იმდენად უყვარს მოგზაურობის ეს სახე, რომ ისინი მომდევნო კრუიზს ჯერ კიდევ გემის ბორტზევე ყოფნისას ჯავშნიან. საკრუიზო ხაზების საერთაშორისო ასოციაციის (CLIA) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოგზაურთა დაახლოებით 92% ამბობს, რომ ისინი სავარაუდოდ ან უეჭველად დაჯავშნიან კრუიზს, როცა მათი შემდგომი შვებულების დრო დადგება.

რატომაა კრუიზი ასე მიმზიდველი და რით განსხვავდება იგი სხვა ტიპის მოგზაურობებისგან? მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ მიზეზებს, რომელთა გამოც ხალხი კრუიზში წასვლას ანიჭებს უპირატესობას და ასევე იმასაც, თუ რატომ გაგიჩნდებათ მათ რიგებთან მიერთების სურვილი.

რათა მოინახულოთ მრავალი ადგილი

გიჭირთ არჩევანის გაკეთება ბარსელონას, რომსა და კანს შორის? თუკი ხმელთაშუაზღვისპირეთის კრუიზს დაჯავშნით, მაშინ სამივე ზემოხსენებული ქალაქის მონახულებას შეძლებთ. კრუიზის ერთ-ერთი საუკეთესო მხარე ისაა, რომ ერთი მოგზაურობის ფარგლებში გეძლევათ რამდენიმე დანიშნულების ადგილის სტუმრობის საშუალება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, თუ როგორ მიირთმევთ თევზს კარტოფილთან ერთად ინგლისში, სეირნობთ ისლანდიის ლავიან მდელოებზე და ფოტოებს უღებთ ნორვეგიის ფიორდებს. თუკი მრავალფეროვანი სურვილების მქონე მოგზაური ბრძნადებით, სწრაფადვე მიხვდებით, თუ რატომ მიემგზავრება ხალხი სწორედაც რომ კრუიზებში. თავგადასავლების მაძიებელთა ნაწილს საზღვაო მოგზაურობის განმავლობაში თავიანთი სამომავლო ტურისტული მარშრუტის დაგეგმვის შესაძლებლობა ეძლევა. მაგალითად, შეიძლება არ ხართ დარწმუნებული, რომ ბარსელონაში ერთი კვირით დაყოვნება გსურთ, თუმცა ძალაინ გინდათ, რომ ესპანეთს ეწვიოთ. როცა კრუიზში წახვალთ ამ ქვეყნის მიმართულებით, გაეცნობით ბარსელონას კულტურას, იხილავთ იქაურ პეიზაჟებს და შეიგრძნობთ ქალაქის ატმოსფეროს იქამდე, ვიდრე იქ შედარებით ხანგრძლივი დროით დარჩენას გადაწყვეტთ. არაა გამორიცხული, რომ ამ ფერადმა ადგილმა მოგნუსხოთ, ან შეიძლება სულაც ანდალუსიის რეგიონის გამოკვლევის სურვილმა გძლიოთ.

საერთო ჯამში, კრუიზი ეხმარება მოგზაურობათა მოყვარულებს ერთი მნიშნველოვანი პრობლემის გადაჭრაში: რამდენად ბევრი ადგილიცაა, იმდენად ცოტაა დრო. კრუიზი გაძლევთ თქვენთვის საოცნებო ადგილების დათვალიერებისა და გზად ახალ განძთა აღმოჩენის შესაძლებლობას.

ახალი კერძების გასინჯვის შესაძლებლობა

რას ამჯობინებდით – კოსტა-რიკული ყავის ადგილობრივ სუპერმარკეტში დაგემოვნებას თუ ამ სასმლის გემოთი და არომატით დატკბობას მის სამშობლოში? კრუიზი გაძლევთ საშუალებას, რომ მიირთვათ კულტურული კერძები მათი წარმომავლობის ადგილებში. არაფერი შეედრება ეგზოტიკური სამზარეულოს დეგუსტაციას მისი მშობლიური რეგიონის ხმების, არომატებისა და ღირსშესანიშნაობების გარემოცვაში. გურმანები, ღვინის დამფასებლები, შოკოლადის მოყვარულები და დამწყები მზარეულები ნამდვილად იპოვიან ბედნიერებას კრუიზში.

ეგზოტიკურ კულტურებთან ზიარება

კრუიზთა მოყვარულებს სწყურიათ კულტურული შთაბეჭდილებების მიღება. მათ შესანიშნავად იციან, თუ რა ელოდებათ, როცა ხომალდის ბორტზე ადიან. სხვა კულტურის გაცნობა აღვიძებს გრძნობებს, ქმნის დაუვიწყარ მოგონებებს და არღვევს ყოველდღიური ცხოვრების მონოტონურობას. უცნობ კულტურასთან ზიარება იწვევს სულიერ აღმაფრენას, გვასწავლის ცხოვრების ახლებურად დაფასებას და განსხვავებული ზნე-ჩვეულებების მქონე ხალხთან ურთიერთობას. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ სლოვენიელებთან ერთად ყიდულობთ სხვადასხვა საქონელს ადგილობრივ ბაზარში ან ათვალს ადევნებთ მარგალიტების შეგროვების პროცესს ფრანგულ პოლინეზიაში. რთულია, რომ არ გარდაიქმნათ ახალი კულტურული შთაბეჭდილებების გავლენის ქვეშ, ეს კი იმის ნაწილია, რაც მრავალი მოგზაურისათვის კრუიზს ასე ფასეულს და თავშესაქცევს ხდის.

თვალსაწიერისა და ცნობიერების გაფართოვება

ცნობისმოყვარე მოგზაური ბრძანდებით და იმ ქალაქთა თუ სახელმწიფოთა ადგილობრივი ისტორიისა და კულტურის სიღრმისეული კვლევა გიზიდავთ, რომელთაც სტუმრობთ? თუკი გსურთ, რომ ექსპედიციის განმავლობაში რაც შეიძლება დეტალურად შეისწავლოთ დანიშნულების ადგილი, მაშინ შეარჩიეთ ისეთი კრუიზი, რომელიც გემის ბორტზე მომხმარებლებს ლექციებს და სხვა საგანმანათლებლო საშუალებებს სთავაზობს.

გართობა

მრავალი ადამიანისათვის კრუიზი გართობასთან ასოცირდება. მათთვის ესაა სამახურის, დატვირთული გრაფიკის დავიწყებისა და თავიანთ ცხოვრებაში სილაღის, სიხალისის შემოტანის შესაძლებლობა. საერთო ჯამში, კრუიზების დანიშნულება მგზავრთათვის მაქსიმალური სიამონვების მინიჭებაა, რაც ზოგჯერ მოიცავს ღამის გართობას და სხვადასხვა ღონისძიებას.

ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ იმაზე მოგიწევთ ჯავრი, თითქოს თქვენს კაიუტაში ღამის ორ საათზე კარაოკეს ხმა შეგაწუხებთ. ზოგიერთი საკრუიზო ხაზი აქცენტს მეტად ინტიმური და მოდუნებული ატმოსფეროს შექმნაზე აკეთებს. ისინი მგზავრებს ცოცხალ მუსიკას და ცეკვის შესაძლებლობას ვახშმის შემდგომ სთავაზობენ. თუმცა ლაინერები სთავაზობენ ღამის კლუბს, რომელიც გემის ისეთ ნაწილშია განთავსებული სადაც ერთობა ის ვისაც უნდა კლუბში გართობა და მშვიდად სძინავს მას ვინც კაიუტაში დარჩენა გადაწყვიტა.

თავგადასავლების ძიებაში

მართალია, კრუიზების მოყვარულთა ნაწილი მოუთმენლად ელოდება მოდუნებას მთელი მოგზაურობის განმავლობაში, თუმცა სხვებს მძაფრი შეგრძნებების აღმოჩენის დაუოკებელი სურვილი ამოძრავებთ. საკრუიზო ხაზები ორივი ტიპის მომხმარებელთა ინტერესებს ითვალისწინებენ და აკმაყოყოფილებენ.

თანამოაზრეებთან შეხვედრა

როცა ავტომობილითმოგზაურობთ, რთულია ადამიანების გაცნობა და ახალი მეგობრების შეძენა, რადგან მუდმივად მოძრაობაში ხართ. მეორე მხრივ, როცა კრუიზში წახვალთ, მოგეცემათ ხალხთან გამოცდილების გაცვლისა და შთაბეჭდიელებების გაზიარების შესაძლებლობა.

საზღვაო მოგზაურობისას ასევე გაიცნობთ ადამიანებს, რომლებთანაც საერთო ინტერესები და გატაცებები აღმოგაჩნდებათ. ეს განსაკუთერბით აქტუალურია თემატური კრუიზების შემთხვევაში.

საერთო ჯამში, კრუიზი ხელს უყწობს სოციალური კავშირების დამყარებას. ამ დროს შეიძლება გაიცნოთ თანამოაზრეები, რომლებთანაც შეხვედრის შესაძლებლობა სხვა შემთხვევაში არც კი მოგეცემოდათ.

ექსკლუზიური ადგილების გაცნობა

უმჯობესია, რომ ზოგიერთ თვალწარმტაც ადგილამდე წყლით მიხვიდეთ. გაიხსენეთ თუნდაც პაწაწინა განცალკავებული კუნძულები წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ან ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული ვულკანური წამოშობის ყოველი მხრიადან წყლით გარემოცული ხმელეთის ნაწილები. განკერძოეულად მდგარი ზოგიერთი ადგილი მხოლოდ პატარა ზომის გემებისთვისაა მისადგომი.

გამოცდილების მიღება, რომელიც მხოლოდ კრუიზშია ხელმისაწვდომი

გარკვეულ რაღაცებს მხოლოდ კრუიზში გამგზავრების შემთხვევაში თუ გამოცდით საკუთარ თავზე. მაგალითად, სხვაგან სად შეძლებთ თვალი ადევნოთ აისს ატლანტიკის ოკეანის შუაგულში? ყოველი დილის მარილიანი ბრიზით შეხვედრა და ცისფერი წყლების სივრცეების ცქერაც კი საკმარისია, რომ კრუიზის მოყვარულებს მეტის სურვილი გაუჩნდეთ.