მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

რატომ უნდა იფრინოთ კრუიზის წინა დღეს

როდისაა საუკეთესო დრო ჩახვიდეთ თქვენი კრუიზის საპორტო ქალაქში? ჩვენ წარმოგიდგენთ მიზეზებს თუ რატომ აჯობებს ჩახვიდეთ წინა დღით:

1. საკრუიზო გამოცდილებას სტრესის გარეშე, მშვიდად დაიწყებთ

წარმოიდგინეთ ფრენის დაღლა, რეისის გადადება, დაგვიანებული მგზავრობა და სხვა მიზეზები 7-დღიანი საკრუიზო მოგზაურობის დაწყებამდე. ერთი დღით ადრე ჩასვლით კი შეიმცირებთ სტრესს და კრუიზს დასვენებული გონებით დაიწყებთ.

2. მიდიხართ სხვა ქვეყანაში

უცნობი ქალაქი, განსხვავებული კულტურა, პოტენციური ბარგის დაკარგვა რამდენიმე მიზეზია თუ რატომ უნდა დაამატოთ ერთი სამგზავრო დღე თქვენს საკრუიზო გამოცდილებას. ამასთან, შეგიძლიათ თქვენი კრუიზის საპორტო ქალაქში რამის ნახვაც მოასწროთ.

3. კრუიზის პირველი დღე უფრო სრულფასოვანი იქნება

ფრენის შემდეგ საკრუიზო ტერმინალის რიგში დგომა უფრო არასასიამოვნო გამოცდილებაა, ვიდრე პორტში ადრე მისვლა და ბორტზე ადრიანად ასვლა. ამგვარად მოასწრებთ გემის დათვალიერებასაც, აუზთან დასვენებასაც და კვებასაც.

ხანდახან, ფრენების განრიგის მიხედვით ფიზიკურად არაა სხვა გამოსავალი და გიწევთ ფრენის შემდეგ მაშინვე საკრუიზო პორტში გამოცხადდეთ.