მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

რატომაა საკრუიზო მოგზაურობა ქალაქის ცხოვრებისგან მოწყვეტის საუკეთესო ანტიდეპრესანტი

საკრუიზო მოგზაურობა გვთავაზობს იმას, რასაც ქალაქები ვერ გვთავაზობენ: სრული მოწყვეტა თანამედროვე ურბანული ყოფისგან. ზღვაში არც საცობებია, არც სამშენებლო ხმაური, არც უსიამოვნო ხმები და არც ძაღლის ყეფა შუაღამისას. აქ უბრალოდ თვალუწვდენელი ჰორიზონტი და ოკეანეა. დატკბებით მზის ჩასვლებით, რომლებიც საათობით გრძელდებიან. ქალაქები გვაცნობენ კულტურას და მრავალფეროვნებას, მაგრამ ნერვულ სისტემას აქტიურად ტოვებენ და ხანდახან გადაღლას იწვევენ. საკრუიზო მოგზაურობა კი ერთგვარი გადატვირთვაა.

“არაფრის ხმა” (ტალღების გარდა)

ქალაქში გვავიწყდება თუ რა არის ნამდვილი სიმშვიდე. ბინაში ღამითაც ისმის სირენების, მეზობლების, მუსიკის თუ მანქანის ხმა. ტვინი სრულად რელაქსაციას ვერ ახერხებს. ოკეანის სიჩუმე სხვანარია. ერთადერთი ხმა ჩიტების და ტალღების ხმაა. ღამით აქ კიდევ უფრო სიმშვიდეა.

რატომაა სასარგებლო ოკეანის სიჩუმე:

  • ნერვული სისტემა რეალურად ისვენებს ურბანული ხმაურის სტიმულაციისგან
  • ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება
  • მენტალური სიმშვიდე ისადგურებს როცა ადამიანის ტვინს ურბანული ქაოსი აღარ ესმის
  • საუბარი უფრო მარტივი ხდება
  • ფიქრები აღარ წყდება

ჰორიზონტზე შენობები არ ჩანს

ქალაქი გვაიძულებს ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც ჩვენ წინაშეა: ტროტუარი, გადასასვლელი, მობილური, მანქანების მოძრაობა… ჩვენი ვიზუალური თვალთახედვა ცდილობს გადარჩეს ურბანულ გარემოში. ტვინს კი ხანდახან დისტანცია ჭირდება. ოკეანის ჰორიზონტი თვალებს ნებას რთავს გააფართოვოს ფოკუსის წერტილი. ამას კი დიდი სარგებლობა მოაქვს ტვინის რელაქსაციისთვის. მზის ამოსვლის თუ ჩასვლის ხედებიც არაა შეზღუდული შენობებით და დაბინძურებით. ოკეანის მზის ჩასვლის ხედი საათობით გრძელდება და წყლის თუ ცის საოცარ ფერებს წარმოგვიდგენს.

რატომაა სასარგებლო დისტანცია:

  • თვალების რელაქსაცია
  • ტვინის სიმშვიდე
  • ბუნებრივი განათება
  • ვიზუალური სილამაზე, რომელიც ქალაქისგან განსხვავებულია
  • პერსპექტივის გაფართოება

ვარსკვლავები ცაში ბრუნდებიან

ქალაქის გამონაბოლქვი ვარსკვლავებს შთანთქავს. შესაძლოა დაინახოთ მთვარე და რამდენიმე პლანეტა, მაგრამ ბევრი ვარსკვლავი ქალაქის ცაზე იმალება. ოკეანის სიბნელე სამყაროს ააშკარავებს. ზღვაში საკრუიზო გემები მინიმალურ განათებას იყენებენ ღამე და ვარსკვლავების დაასანახად ისეთ გარემოს ქმნიან, როგორსაც ქალაქში ვერ ვიხილავთ. ცა უბრალოდ პლანეტარიუმად იქცევა. ალიასკას კრუიზებზე შესაძლებელია ჩრდილოეთის ციალის დანახვაც.

რჩევები ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის:

  • გემის სულ ზედა სართული, აუზებისგან შორს საუკეთესოა
  • მთვარის ახალი ფაზების დრო ცაზე საინტერესო განლაგებას გვპირდება
  • გადმოწერეთ ვარსკვლავებზე დაკვირვების აპლიკაცია
  • დააკვირდით ღამის 2 საათზე

გრაფიკების დაცვა არ გიწევთ

ქალაქში ყველაფერს თავის დრო აქვს: მატარებლის გასვლას სადგურიდან, ჯავშანს, შეხვედრას თუ კონკრეტული ძეგლის დათვალიერების უფლებას. გემზე დრო სხვანაირად მუშაობს. გამოგრჩათ საუზმის დროები, ბუფეტში საკვები მაინც იქნება. აღარ გსურთ კონკრეტულ აქტივობაში მონახილეობა? ჩაერთეთ სხვაში, რომელიც იმავე დროს ტარდება. აქ ყველაფერი მგზავრების სურვილებზეა მორგებული. კრუიზში დროის გამო არაფერია სანერვიულო.

როგორ განსხვავდება კრუიზის გრაფიკი ქალაქისგან:

  • საკვების მირთმევა შესაძლებელია 24/7-ზე
  • აქტივობში ჩართვა თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, არაა სავალდებულო
  • იღვიძებთ ბუნებრივად და არა მაღვიძარათი
  • პორტის დღეები გაძლევთ არჩევანის საშუალებას: მოინახულოთ საპორტო ქალაქი თუ დარჩეთ ბორტზე
  • “დროის გაფლანგვა” აქ მიღებულია

ბუნებას ვერ გაექცევით

ქალაქები გვთავაზობენ პარკებს, სადაც შეგიძლიათ გახვიდეთ, მაგრამ კრუიზში ოკეანე მუდამ გარშემორტყმული გაქვთ. აქ ბუნება უბრალოდ თქვენი დასვენების ნაწილი ხდება: მიირთმევთ ზღვის ფონზე, უყურებთ ცას აუზზე ყოფნისას, იღვიძებთ ტალღების ხმით, სუნთაქვთ სუფთა ჰაერს, ხედავთ თევზებს ხანდახან მთებს და აშ. თქვენ კი არ გიწევთ ბუნების მოსაძებნად გასვლა, არამედ ცხოვრობთ ბუნებაში.

ბუნების მნიშვნელობა კრუიზზე:

  • მუდმივი წყლის ხედი
  • ბუნებრივი სინათლე
  • მარილიანი ჰაერი, რომელიც სასარგებლოა რესპირატორული სისტემისთვის
  • ველურ ბუნებაზე დაკვირვების საშუალება

დეტოქსი ციფრული სამყაროსგან

ქალაქებში ჩვენი ტელეფონი ყველგან მუშაობს, ვაიფაი ყველგან გვხვდება, რაც არ გვაძლევს საშუალებას მოვწყდეთ ციფრულ სამყაროს. კრუიზზე კი ინტერნეტი შეზღუდულია და ფასიანი. შეგიძლიათ შეიძინოთ მინიმალური პაკეტი გამოუვალი სიტუაციისთვის და დარჩეთ ჭარბი ინტერნეტის გარეშე მთელი მოგზაურობის მანძილზე.

ტექნოლოგიური დეტოქსის სარგებელი:

  • ძვირი ვაიფაი გიცავთ სოციალური ქსელების დიდი ხნით გამოყენებისგან
  • ტელეფონის ბატარეა დიდხანს ძლებს
  • საუბრები უფრო ღრმაა ტელეფონის შეტყობინებების გარეშე
  • წიგნის კითხვის დრო დგება
  • ძილი უმჯობესდება

კრუიზიდან სახლში აუცილებლად დასვენებულები დაბრუნდებით!