მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

რატომაა კარგი სამდღიანი კრუიზი?

ერთი შეხედვით, შესაძლოა გეგონოთ, რომ 3 დღიანი კრუიზი ზედმეტად მოკლეა. მას საკმაოდ ბევრი საკრუიზო კომპანია გვთავაზობს, მათ შორისაა MSC; კარნავალი თუ როიალ კარიბიანი. როიალ კარიბიანის შემთხვევაში, 3 დღიანი კრუიზებისთვის ერთ-ერთი გემია Utopia of the Seas, სიდიდით რიგით მეორე გემი მსოფლიოში. ამ ბლოგში მოგიყვებით მიზეზებზე თუ რატომაა სამ დღიანი ხანგრძლივობის კრუიზი ძალიან კარგი:

1. ნაკლები დრო და ფული

თუს აქმე დროს და ბიუჯეტს ეხება, სამდღიან კრუიზში წასვლა მთელი წლის მანძილზე მარტივია. ისინი ბევრად ნაკლები ჯდება, ვიდრე ერთ კვირიანი კრუიზები, უფრო იოლია დროის გამონახვაც. შეგიძლიათ წახვიდეთ პარასკევს და დაბრუნდეთ ორშაბათს. სერვისების და მომსახურების ხარისხი კი იგივეა, რაც გრძელ კრუიზებზე. ბორტზე არაფერი იცვლება.

2. მეტია გასართობი ღონისძიებები

საკრუიზო ლაინერები გასართობ შემოთავაზებებს 2 და 3 დღიან კრუიზებზე უფრო ზრდიან. მათ სურთ, რომ სტუმრებს მრავალფეროვანი გართობა შესთავაზონ და ბევრი რამის ჩვენება მოასწრონ. 3 დღიან კრუიზებზე გამოცდით ბროდვეის შოუებს, ლაივ მუსიკალურ შესრულებებს, კომედიურ პერფორმანსებს თუ საცეკვაო მარათონებს.

3. მოკლე კრუიზი მშვენიერი გზაა ახალი საკრუიზო ლაინერის ან გემის გამოსაცდელად

ზოგი მოგზაური კრუიზს გემის მიხედვით არჩევს და არა მიმართულების ან მარშრუტის. ამიტომაც, 3 დღე მშვენიერია იმაზე დასაკვირვებლად აიღებთ თუ არა კონკრეტული საკრუიზო ლაინერის გემის უფრო ხანგრძლივ ტურს მომავალში. გამოცდით მათ ზომას, ინფრასტრუქტურას, მომსახურეობას, შემოთავაზებულ ღონისძიებებს თუ ბარ-რესტორნებს.

4. სამ დღიან კრუიზში შეძლებთ უკეთესი ოთახის დაჯავშნას

ფასის გამო, მოკლე კრუიზი მშვენიერი შანსია გამოსცადოთ გემის საუკეთესო კაბინები.

5. მოკლე კრუიზები ისეთივე სახალისოა, როგორც გრძელი

სწრაფი მოგზაურობები გემზე ბევრად უფრო სახალისო მოგეჩვენებათ, რადგანაც დროში შეზღუდული იქნებით და მოწყენის საშუალება არ მოგეცემათ.