მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

ნორვეგიული საკრუიზო ლაინერები (NCL) სიდიდის მიხედვით

ნორვეგიული საკრუიზო ლაინერები (Norwegian Cruise Line) 20 გემს აერთიანებენ და 6 ძირითად კლასს მოიცავენ. დაწყებული მეგა-გემებიდან, გაგრძელებული საშუალო ზომის, მეტად ტრადიციული საკრუიზო ლაინერებით, რთულია ზუსტად განსაზღვრო რა ხდის თითოეულ მათგანს ასე უნიკალურს.

პირველ ადგილასაა: Norwegian Encore. ის უდიდესი ნორვეგიული საკრუიზო ლაინერია, ოჯახური დასვენებისთვის აქტივობების მრავალფეროვნებით.

სიდიდით მეორე ადგილზეა: Norwegian Bliss, რომელიც თითქმის იმავე ზომისაა, რამხელაც პირველ ადგილზე მყოფი ანკორი. ის ძირითადად ალიასკას და კარიბის ზღვის სანაპიროებს ემსახურება.

მესამე ადგილს Norwegian Joy იკავებს. ის წარმოგვიდგენს სანაპირო კლუბის ატმოსფეროს, გვთავაზობს სპა და თერმულ მომსახურეობას და ღამის თემატურ წვეულებებს.

მეოთხე ადგილზეა Norwegian Escape, რომელიც ყველა ასაკისთვის განკუთვნილ გასართობ აქტივობებზე აქტიურად ფოკუსირდება. რესტორნის ყველა მაგიდიდან წყლის ხედებით დატკბებით. Norwegian Escape მზადაა კარიბისა და ხმელთაშუაზღვაში გამოგზაუროთ.

მეხუთე ადგილას Norwegian Aqua მოხვდა, რომელმაც თავისი განახლებული კლასის წარდგენა 2025 წლის აპრილში განახორციელა. გემი გრძელ სასრიალოებს და მყუდრო აუზებს გვთავაზობს.

მეექვსე ადგილასაა: Norwegian Epic, რომელიც 2015 წელს აშენდა და სხვა ლაინერებზე მეტ რესტორანს, ვეგასის სტილის შოუებს და ადრენალინის მომნიჭებელ აქტივობებს გვთავაზობს.

მეშვიდე ადგილს Norwegian Getaway იმკვიდრებს, რომლებიც ერთ დროს ნორვეგიის საკრუიზო ლაინერის უდიდესი გემები იყო, მაგრამ ნელ-ნელა ახლებმა ჩაანაცვლეს. აქ ინერგებოდა კომპანიის ინოვაციები და იქმნებოდა კაბინები სოლო კრუიზერებისთვის.

ამ ეტაპის მონაცემებით, მერვე ადგილზე Norwegian Breakaway-ია. ის თავდაპირველად ოჯახური დასვენებისთვის, ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის შეიქმნა და საბავშვო კლუბებს გვთავაზობს. გემზე დაგხვდებათ სივრცეები მხოლოდ ზრდასრულებისთვისაც.

Norwegian Prima სიდიდით რიგით მეცხრე ადგილასაა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. აქ სხვა გემებთან შედარებით ვიზიტორთა ლიმიტი ნაკლებია და უფრო მყუდრო ატმოსფერო იქმნება.

სიის ბოლოს კი Norwegian Viva-აა, ცნობილი ბრწყინვალე სარესტორნო სივრცით, ბროდვეის სტილის გართობით და მეგობრული სერვისით. აქ ნაკლები საბავშვო აღჭურვილობებია, მაგრამ ბორტზე სასრიალოები, სპორტ კომპლექსი და გოლფის მოედანია წარმოდგენილი.