ნებადართულია თუ არა საკრუიზო გემები ვენეციაში
ვენეცია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონის მფეთქავი გულია და ის ზღვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ეპიცენტრს წარმოადგენდა საუკუნეების მანძილზე. უკანასკნელ წლებში, კრუიზის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ლაინერებმა ვენეცია ეევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ საკრუიზო ჰაბად აქციეს, რომთან, ბარსელონასთან და ათენთან ერთად.
თუმცა, 2021 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ამ იტალიურმა პორტმა შეამცირა ვენეციის ლაგუნაში საკრუიზო გემების გადაადგილება. მიზეზი? ვენეციის გიდეკას არხის დაცვა, რადგანაც ის მთავარი არხია, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრს უკავშირდება.
მაგრამ ყველა საკრუიზო გემი აკრძალეს ვენეციაში? შეგიძლიათ კვლავ ეწვიოთ მას საკრუიზო მოგზარუობისას?
იტალიის მთავრობამ ის საკრუიზო გემები აკრძალა, რომლებიც 25 მილიონ კილოგრამზე მეტს იწონიან. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გარემოს დაცვის ხელშეწყობისთვის და გადაჭარბებული ტურიზმის საწინააღმდეგოდ. ეს ნიშნავს, რომ დღეს დიდი ზომის საკრუიზო გემებს არ აქვთ უფლება მიუახლოვდნენ ვენეციის ისტორიულ ცენტრს და ისინი მოშორებით ჩერდებიან.
პატარა გემები, რომლებიც 25 მილიონ კილოგრამზე ნაკლებ კატეგორიაში არიან, ვენეციის მთავარ საკრუიზო ტერმინალში შესვლის უფლება ეძლევათ.
სად ჩერდებიან უფრო დიდი ზომის გემები ვენეციის ნაცვლად?
მარგერა – ინდუსტრიული არეალია, საიდანაც ვენეციის ცენტრში მოხვედრაა შესაძლებელი. ბევრი გემი პირდაპირ ტრიერტეში ჩერდება, ორი საათის გზაზე ვენეციიდან, ზოგი კი რავენაში. იქიდან კი ახდენენ მგზავრების ვენეციაში გადაყვანას სურვილის შემთხვევაში.
ვენეციის მეოცე საუკუნის საკურიზო ბუმი აქ იწვევდა ისეთ ლაინერებს როგორებიც არიან: Norwegian, Carnival, Royal Caribbean და MSC Cruises. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, ქალაქის მაცხოვრებლებში ქალაქის ტურისტულად გადატვირთვა პროტესტს ბადებდა და მათ საფუძველი ჩაუყარეს კამპანიას სახელად “უარი დიდ გემებს”. ვენეციის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიღებული იქნა რეზოლუცია გემების ზომის შეზღუდვაზე. ამიტომაც ისეთი უზარმაზარი ლაინერები, როგორებიცაა Royal Caribbean, ვენეციის პორტში ვეღარ ჩერდებიან. თუმცა, მოლაპარაკებები მიდის იმაზე, რომ ვენეციის ლაგუნაში დიდი გემების ტერმინალიც აშენდეს.
