მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

კრუიზის უსაფრთხოების წესები ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას

კრუიზში მოგზაურობა უსაფრთხო და სასიამოვნოა, თუმცა არსებობს რჩევები, რომლებიც ოჯახური მოგზაურობისას უნდა გავითვალისწინოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა სულ სხვა თავგადასავალია, ჩვენ გირჩევთ:

1. არ დაპატიჟოთ არავინ თქვენს კაბინაში და არც თავად შეხვიდეთ

ნომერ პირველი წესი ბავშვებისთვის: არ შეხვიდეთ სხვის კაბინაში და არ დაპატიჟოთ სხვა თქვენსაში. ასწავლეთ ბავშვებს, რომ თუ კრუიზზე გაჩენილ მეგობარს თავისი ოთახიდან რაიმეს აღება სურს, თავად გარეთ დაუცადოს. გარდა იმისა, რომ შესაძლოა კაბინაში სხვა ადამიანიც იმყოფებოდეს, სხვის კაბინაში შესვლა ეკიპაჟის წევრებსაც ეკრძალებათ, ხშირად ოთახის მომსახურეობაც კართან ტოვებს სასურველ ნივთებს და საკვებს.

2. კრუიზზე არასრულწლოვანებისთვის საათობრივი შეზღუდვები არსებობს

ზოგჯერ კრუიზზე საბავშვო წვეულებები ღამის 1 საათამდეც გრძელდება, მაგრამ ბავშვი და თინეიჯერი გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ წვეულების შემდეგ მაშინვე კაბინაში დაბრუნდნენ. სხვა შემთხვევაში არასრულწლოვნებს ეკიპაჟის წევრები მოაცილებენ თქვენს ოთახამდე.

3. გაითვალისწინეთ კრუიზის წესები

როგორც იცით, ბავშვები ხშირად უმართავად იქცევიან. კრუიზში, სადაც ბევრი ღია აივანია და აუზებზე ხანდახან მაშველები არ დგანან, წესების დაცვა აუცილებელია. აუხსენით მათ, რომ ბევრი სირბილი აუზზე, ცოცვა და აივნებიდან ერთმანეთთან ლაპარაკი აკრძალულია. ამას შესაძლოა თქვენი კრუიზიდან გაძევება მოჰყვეს. თანამედროვე გემებზე ბევრი კამერაა.

4. არასოდეს შეხვიდეთ სივრცეებში მხოლოდ თანამშრომლებისთვის

არ შეიყვანოთ ბავშვი სტუმრებისთვის დახურულ სივრცეებში და გააფრთხულეთ ბავშვებიც რომ დამოუკიდებლად არ შევიდნენ ისეთ სივრცეებში, რომლებსაც “მხოლოდ თანამშრომლები” აწერია. ამანაც შესაძლოა თქვენი კრუიზიდან მოხსნა გამოიწვიოს.

5. დააწესეთ შეხვედრის წერტილი

იმ შემთხვევებში, როცა ბავშვები კრუიზზე დამოუკიდებლად ივლიან, შეთანხმდით გემის ერთ კონკრეტულ ადგილზე, სადაც ერთმანეთს შეხვდებით.

6. ერთ-ერთი მშობელი ყოველთვის უნდა იყოს ფხიზელი

კრუიზზე ბავშვებთან ერთად ყოფნისას, თუ ორივე მშობელი ადგილზე, ეცადეთ არ დალიოთ ერთდროულად. კრუიზის წესების მიხედვით, არასრულწლოვანთან ერთად ყოფნისას ერთ-ერთი მშობელი/მეურვე მაინც უნდა იყოს ფხიზლად იმ შემთხვევაში თუ რაიმე საკითხი გადასაწყვეტი იქნება.