დღის აქტივობები კრუიზზე
გაინტერესებთ რა აქტივობებს და გასართობებს უნდა ელოდეთ საკრუიზო გემზე დღის მანძილზე? რა თქმა უნდა, გააჩნია საკრუიზო ლაინერს, თუმცა ჩვენ გაგაცნობთ იმ ზოგად აქტივობებს, რომლებიც ლაინერზე შესაძლოა დაგხვდეთ:
სამზარეულოს მასტერკლასები, სასმლის დაგემოვნებები, ლექციები, ხელნაკეთი ნივთების გაკეთება, ტრივია თამაშები, ლოტო, აუზის თამაშები, ცეკვის კლასები, ფიტნესის გაკვეთილები, კინოჩვენებები, კაზინოს ტურნირები, პინგ პონგი და ლაივ მუსიკის წარმოდგენები. ასევე: სერფინგი, ზიპლაინი, ლაზერთაგი, კარტინგი, გასაქცევი ოთახები და სქაიდაივინგი. ზოგადად, ზღვაში ყოფნის დღეებში უფრო მეტ აქტივობას უნდა ელოდოთ, ვიდრე პორტებში გაჩერების დღეებში. შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ ფიტნეს ტრენაჟორებით და სპა პროცედურებით. პატარა ზომის გემები მეტ დროს უფრო პორტებში ატარებენ, ვიდრე ზღვაში, ამიტომაც ნაკლებ აქტივობას გპირდებიან.

როგორ უნდა შეიტყოთ თქვენს კრუიზზე კონკრეტულად რომელი აქტივობებია შემოთავაზებული? კაბინაში ლაინერის თანამშრომლები გადმოგცემენ საკრუიზო სახელმძღვანელოს, სადაც ის აქტივობები იქნება აღრიცხული, რომელსაც თქვენი ლაინერი გთავაზობთ. ზოგიერთი კომპანია კრუიზის აქტივობების ყოველდღიურ განრიგს თავიანთ აპლიკაციაში ტვირთავს.
ცუდი ამინდის შემთხვევაში რა ხდება? არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს ატარებთ კრუიზზე, მომსახურე პერსონალი მომზადებულია რომ ნებისმიერი ამინდის შემთხვევაში შესაბამისი აქტივობები შემოგთავაზონ. აუზები, ცხელი ჯაკუზები და წყლის პარკები მშვენიერია ღია სივრცის აქტივობებისთვის. შიდა სივრცეებში კი შემოგთავაზებენ მასტერკლასებს, ვორქშოფებს, ტრივიას თუ ღვინის დაგემოვნებას.
ყველა დიდ კრუიზს აქვს საბავშვო და თინეიეჯრთა კლუბები, ამიტომაც თქვენი პატარები საკრუიზო მოგზაურობაში ვერ მოიწყენენ. არასრულწლოვანებისთვის გემზე ბევრი აქტივობაა შემოთავაზებული, მორგებული სხვადასხვა საკობრივ კატეგორიაზე. ასევე, განცალკევებითაა მხოლოდ ზრდასრულთა სივრცეები და ლაუნჯები.
აქტივობების უმრავლესობა უფასოა, თუმცა ზოგიერთი აქტივობა შესაძლოა ფასიანი იყოს. ამასაც აქტივობების გაიდში გაეცნობით.


Lifestyle on Mardi Gras, Bolt Seacoaster


