პირდაპირი კონტრაქტები ყველა წამყვან საკრუიზო კომპანიასთან ორშ–პარ 10:00–19:00 ქუჩიშვილის N12, თბილისი

გზამკვლევი

როდის და რატომ შეიძლება დაიძრას გემი თქვენ გარეშე

· 2 წუთი საკითხავი

როდის და რატომ შეიძლება დაიძრას გემი თქვენ გარეშე

თუ თვითმფრინავებს არ აქვთ უფლება გაფრინდნენ იქამდე, სანამ ბორტზე ყველა არ იქნება, საკრუიზო ლაინერები ასე არ არიან. არის შემთხვევები, როცა მოგზაურები პორტში დროულად ვერ მივიდნენ და თავიანთი კრუიზი უკვე ზღვაში ღრმად შესული დახვდათ. ლეგალურად, მათ არ აქვთ ვალდებულება დაგიცადონ, მაგრამ მგზავრების დატოვება ხშირი შემთხვევა მაინც არაა.

ერთ-ერთი გარემოება რის გამოც მგზავრები შესაძლოა გემის მიღმა დარჩნენ, ექსკურსიების შერჩევაა. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ თუ ექსკურსიას დაგეგმავთ, ის აუცილებლად თქვენივე საკრუიზო ლაინერის დაჯავშნეთ, რადგანაც კერძოდ დაჯავშნილი ექსკურსიები შესაძლოა კრუიზის დროებს ვერ მოერგოს. საკრუიზო კომპანიები მათივე დაგეგმილ ექსკურსიებზე თანამშრომელს აგზავნიან, რომელიც მუდმივ კონტაქტზეა გემთან და ატყობინებს დაგვიანების შესახებ. თუ კრუიზს მითითებული აქვს, რომ კონკრეტული პორტიდან საღამოს 7 საათზე დაიძვრება, ბოლო ექსკურსიის დაბრუნების დრო საღამოს 5 საათი მაინც უნდა იყოს, რადგანაც ექსკურსიები არასდროს მთავრდებიან აღნიშნულ დროზე. თუ ექსკურსიას სხვასთან დაჯავშნით, დაგვიანების რისკი გაიზრდება.

რატომ არ შეუძლიათ კრუიზებს დაცდა? მათ მჭიდრო სამარშრუტო გრაფიკები აქვთ და პორტში დგომის საფასურსაც იხდიან. ხშირად ეჩქარებათ, რადგანაც განრიგის მიხედვით, მათი ადგილი სხვა გემმა უნდა დაიკაოს. ერთი მგზავრის დაცდით, დომინოს ეფექტი შეიქმნება და საბოლოოდ შესაძლოა რამდენიმე გემმა იზარალოს.

როდის უნდა დაბრუნდეთ ბორტზე პორტში გადასვლისას? თუ გემთან ახლოს ხართ შეგიძლიათ არ იჩქაროთ, მაგრამ სასურველია გასვლამდე ერთი საათით ადრე გემზე უკვე ასულები იყოთ.

რა უნდა ქნათ, თუ გემმა დაგტოვათ? თუ თქვენს კრუიზს ვერ მიუსწარით, იპოვნეთ პორტის თანამშრომელი და აუხსენით სიტუაცია. მათ შეუძლიათ დაეკონტაქტონ თქვენს გემს. იქონიეთ თან პირადობის მოწმობა ან პასპორტი. შესაძლოა მოხერხდეს ისე, რომ შემდეგ პორტში სხვა გემით შეძლოთ წასვლა და თქვენს კრუიზს იქ დახვდეთ. იმისათვის, რომ კრუიზში დაბუნება შეძლოთ, აუცილებელია მის შემდეგ გაჩერებაზე რაც შეიძლება მალე მოხვდეთ.

და ბოლოს, დათანხმდით შეტყობინებების მიღებას თქვენი საკრუიზო ლაინერისგან, მითუმეტეს თუ მას აპლიკაცია აქვთ. იმ შემთხვევაში თუ გადაუდებელი მიზნებით გემს პორტის ნაადრევად დატოვება უწევს, ამის შესახებ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

როდის და რატომ შეიძლება დაიძრას გემი თქვენ გარეშე

ასევე წაიკითხეთ

აივნიანი კაიუტა საკრუიზო გემზე ორადგილიანი საწოლით და ზღვის ხედით

გზამკვლევი

რომელი კაიუტა ავირჩიოთ კრუიზზე: შიდა, ფანჯრით, აივნით თუ სუიტა

კაიუტის 4 ტიპი, ფასის სხვაობა და რომელი სართული და ადგილი ჯობია: რხევისთვის, მშვიდი ძილისთვის, ბავშვებისთვის და…

6 მაისი, 2026 · 4 წუთი საკითხავი

ყველაზე უცნაური წესები კრუიზზე

გზამკვლევი

ყველაზე უცნაური წესები კრუიზზე

კრუიზზე დასვენება მაგიური გამოცდილება შეიძლება იყოს. ის მოგზაურებს უნიკალურ საშუალებას აძლევს რამდენიმე მიმართულება ერთი…

10 აპრილი, 2026 · 2 წუთი საკითხავი

საკრუიზო გემის ეკიპაჟის წევრები ფორმაში სტუმრებს ესალმებიან

გზამკვლევი

სერვისის მოსაკრებელი და თიფები კრუიზზე: რამდენს იხდით 2026 წელს

რა არის სერვისის მოსაკრებელი კრუიზზე, რამდენია დღეში MSC-ზე, Costa-ზე, Royal Caribbean-ზე, NCL-სა და Celebrity-ზე და…

8 აპრილი, 2026 · 3 წუთი საკითხავი

დატოვე ნომერი და დაგირეკავთ

შეგირჩევთ კრუიზს, კაიუტას და ფრენას, დაგეხმარებით ვიზაში. კონსულტაცია უფასოა.