პირდაპირი კონტრაქტები ყველა წამყვან საკრუიზო კომპანიასთან ორშ–პარ 10:00–19:00 ქუჩიშვილის N12, თბილისი

რჩევები და იდეები

8 ცვლილება რამაც საკრუიზო ინდუსტრია უკეთესი გახადა

· 1 წუთი საკითხავი

8 ცვლილება რამაც საკრუიზო ინდუსტრია უკეთესი გახადა

საკრუიზო მოგზაურობამ ეპოქების მანძილზე ბევრი ცვლილება განიცადა. არც ისე დიდი ხნის წინ იყო როცა კრუიზზე ვახშმობისას დრესკოდის აუცილებლობა იდგა. ჩვენ რამდენიმე დადებით ცვლილებას გაგაცნობთ:

1. გემის უკანა მხარის გოლფის მოედნად გამოყენება

ადრე გოლფერები გემის უკანა კიჩოზე აქტიურად თამაშობდნენ. თუმცა შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ათასობით გოლფის ბურთის ზღვაში ჩაგდება გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით კარგი იდეა არაა.

2. ერთზე მეტი ადგილი საჭმელად

თუ აქამდე გემებზე მხოლოდ ერთი საერთო სასადილო დარბაზი იყო, ახლა საკრუიზო ლაინერები არჩევანს გვთავაზობენ და კრუიზზე რამდენიმე საკვებ ობიექტს ქმნიან.

3. ნაკლები ცეცხლი

ადრე კრუიზზე აქტიურად იყენებდნენ ცეცხლს, მაგალითად უკიდებდნენ კოქტეილს, დესერტს ან უბრალოდ ანთებდნენ სანთლებს სასადილო მაგიდებზე. ფერფლის დაგროვება თუ ნაპერწკლების გასროლა ხელს უწყობდა განგაშის ზარების დარეკვას პირდაპირი თუ მეტაფორული მნიშვნელობით. ახლა ბევრადაა შემცირებული სანთლების გამოყენებაც.

4. ნაკლები მოწევა

კრუიზის შიდა სივრცეებში მოწევა ყველგან აკრძალულია. თუმცა ზოგიერთ კაბინაში ეს დაშვებულია. საკრუიზო გემებს სპეციალურად გამოყოფილი მოსაწევი ადგილები აქვთ.

5. უკეთესი და უფრო მრავაფეროვანი გასართობი აქტივობები

ხშირად საკრუიზო ლაინერები ბროდვეის სტილის საღამოებსაც გვთავაზობენ და შესაძლებლობას გიქმნით მხიარულ მიუზიკლებს ბორტზე დაესწროთ.

6. არანაირი დრესკოდი

70-იანი წლების შემდეგ კრუიზებზე დრესკოდი ნელ-ნელა აღმოიფხვრა. შესაძლოა ახლაც იყოს კრუიზის ღონისძიებებზე ფორმალური ჩაცმულობის მითითება მაგრამ ეს გაკონტროლებული არაა. შეგიძლიათ ჩაიცვათ ისე, როგორც გსურთ.

7. გამოსწორებული Wi-Fi

ინტერნეტი გემებზე მუდამ პრობლემატური იყო. მაგრამ ახლა, საკრუიზო ლაინერები ვაიფაი კავშირის გაუმჯობესებაზე ბეჯითად მუშაობენ. შესაძლოა გაჯეტებისგან დეტოქსიკაცია არჩიოთ, თუმცა თუ ინტერნეტი გჭირდებათ ეს როგორც წესი რამდენიმე დოლარიანი პაკეტის შეძენით ადვილად ხელმისაწვდომია.

8. გაუქმებულია სკამების დაჯავშნა

საკრუიზო გემზე განთავსებული სკამები ახლა უფასო და თავისუფალია. შეგიძლიათ დაიკავოთ დილიდან და დარჩეთ რამდენხანსაც გინდათ.

ასევე წაიკითხეთ

აღმოაჩინეთ კრუიზის ფარული მარგალიტები გემის დატოვების გარეშე

რჩევები და იდეები

აღმოაჩინეთ კრუიზის ფარული მარგალიტები გემის დატოვების გარეშე

ყველა გამუდმებით სახმელეთო ექსკურსიებზე ფიქრობს: პორტში რომელი ტური დაჯავშნოს, რომელ სანაპიროს ესტუმროს ან რომელი…

13 ივლისი, 2026 · 9 წუთი საკითხავი

რატომაა კარგი სამდღიანი კრუიზი?

რჩევები და იდეები

რატომაა კარგი სამდღიანი კრუიზი?

ერთი შეხედვით, შესაძლოა გეგონოთ, რომ 3 დღიანი კრუიზი ზედმეტად მოკლეა. მას საკმაოდ ბევრი საკრუიზო კომპანია გვთავაზობს…

20 იანვარი, 2026 · 1 წუთი საკითხავი

უნიკალური მარშრუტები, რომელსაც ROYAL CARIBBEAN-ით ეწვევით

რჩევები და იდეები

უნიკალური მარშრუტები, რომელსაც ROYAL CARIBBEAN-ით ეწვევით

როიალ კარიბიანს აქვს რეპუტაცია შემოგთავაზოთ მოგზაურობები, რომლებიც აერთიანებენ მაღალი დონის სერვისს და ექსტრაორდინალურ…

6 დეკემბერი, 2025 · 2 წუთი საკითხავი

დატოვე ნომერი და დაგირეკავთ

შეგირჩევთ კრუიზს, კაიუტას და ფრენას, დაგეხმარებით ვიზაში. კონსულტაცია უფასოა.