პირდაპირი კონტრაქტები ყველა წამყვან საკრუიზო კომპანიასთან ორშ–პარ 10:00–19:00 ქუჩიშვილის N12, თბილისი

გზამკვლევი

უსაფრთხოა თუ არა კრუიზში წასვლა ორსულობის დროს

· 1 წუთი საკითხავი

უსაფრთხოა თუ არა კრუიზში წასვლა ორსულობის დროს

ორსულობის პერიოდში ბევრი ლიმიტი არსებობს, მაგრამ ამან თქვენი მოგზაურობა არ უნდა შეზღუდოს. საკრუიზო მოგზაურობაში წასვლა ორსულობის დროსაც დაშვებულია, უბრალოდ გააჩნია დროს. ექიმების განცხადებით, ეს მესამე ტრიმესტრამდე უნდა მოხდეს. 23 კვირის შემდეგ, გარკვეული რისკები იჩენს თავს. ბევრ ლაინერს კი არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა მსგავსი სიტუაციებისთვის. თუ საკრუიზო მოგზაურობას პირველ ან მეორე ტრიმესტრამდე გეგმავთ, უბრალოდ გარკვეული რჩევები უნდა გაითვალისწინოთ.

ეწვიეთ ექიმს იქამდე, სანამ კრუიზში წახვალთ

საკრუიზო ლაინერზე შესაძლოა მოგთხოვონ ექიმის მიერ დადასტურებული ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის და ორსულობის კვირეების ზუსტი რიცხვის შესახებ. ამისათვის მზად უნდა იყოთ.

არის თუ არა სამედიცინო დახმარება ბორტზე? ყველა საკრუიზო ლაინერზეა სამედიცინო პუნქტი, თუმცა ისინი არაა განკუთვნილი სპეციფიკური მიზნებისთვის. ამიტომაც, თუ კონკრეტულ მედიკამენტებს საჭიროებთ, თან წაიღეთ ისინი.

რჩევები: თუ ზღვის ავადმყოფობის სიმპტომებს იგრძნობთ, დაისვენეთ, მიირთვით ჯინჯერის კამფეტები, მიმართეთ მედიტაციას. მოერიდეთ მწველ მზეზე ყოფნას, რადგანაც ორსულობის დროს ორგანიზმი სიცხეზე უფრო სენსიტიური ხდება. გამოიყენეთ მზისგან დამცავი, სვით წყალი, ხელები ხშირად დაიბანეთ ან გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარი. შეგიძლიათ მოითხოვოთ დამატებითი ბალიშები და გადასაფარებლები თქვენი ოთახისთვის. იქონიეთ კომფორტული ფეხსაცმელი გემზე სასიარულოდ. და ბოლოს, არასდროს მოგერიდოთ დახმარების თხოვნა კრუიზის თანამშრომლებისთვის.

ასევე წაიკითხეთ

აივნიანი კაიუტა საკრუიზო გემზე ორადგილიანი საწოლით და ზღვის ხედით

გზამკვლევი

რომელი კაიუტა ავირჩიოთ კრუიზზე: შიდა, ფანჯრით, აივნით თუ სუიტა

კაიუტის 4 ტიპი, ფასის სხვაობა და რომელი სართული და ადგილი ჯობია: რხევისთვის, მშვიდი ძილისთვის, ბავშვებისთვის და…

6 მაისი, 2026 · 4 წუთი საკითხავი

ყველაზე უცნაური წესები კრუიზზე

გზამკვლევი

ყველაზე უცნაური წესები კრუიზზე

კრუიზზე დასვენება მაგიური გამოცდილება შეიძლება იყოს. ის მოგზაურებს უნიკალურ საშუალებას აძლევს რამდენიმე მიმართულება ერთი…

10 აპრილი, 2026 · 2 წუთი საკითხავი

საკრუიზო გემის ეკიპაჟის წევრები ფორმაში სტუმრებს ესალმებიან

გზამკვლევი

სერვისის მოსაკრებელი და თიფები კრუიზზე: რამდენს იხდით 2026 წელს

რა არის სერვისის მოსაკრებელი კრუიზზე, რამდენია დღეში MSC-ზე, Costa-ზე, Royal Caribbean-ზე, NCL-სა და Celebrity-ზე და…

8 აპრილი, 2026 · 3 წუთი საკითხავი

დატოვე ნომერი და დაგირეკავთ

შეგირჩევთ კრუიზს, კაიუტას და ფრენას, დაგეხმარებით ვიზაში. კონსულტაცია უფასოა.