მისამართი: ქუჩიშვილის N12, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

6 რამ რასაც მხოლოდ სელებრითის საკრუიზო გემზე აღმოაჩენთ

Celebrity Cruise-ს სამი სხვადასხვა კლასი აქვს: Millennium, Solstice და Edge. სელებრითი კრუიზის გემები არამხოლოდ კომფორტული, არამედ უნიკალურიცაა. წარმოგიდგენთ 6 ინოვაციას, რაც მას სხვა საკრუიზო ლაინერებისგან გამოარჩევს.

1. Solstice-ს კლასის გემებს ნამდვილი გაზონის მინდვრები აქვს

“Solstice”-ის კლასის გემებს საპიკნიკოდ და დასასვენებლად მინდვრები აქვთ მოწყობილი. აქ საშუალება გექნებათ დასხდეთ მინდორზე, მოუსმინოთ ლაივ მუსიკას ან ითამაშოთ. შეგიძლიათ ასევე შეუერთდეთ შეფებს და მოამზადოთ ხორცი გრილზე მათი მეთვალყურეობის ქვეშ.

2. აილაუნჯი

აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ეფლის პროდუქტები და ისიამოვნოთ უფასო ტუტორიალებით. ჩაეწერეთ უფასო ლექციებზე ან უბრალოდ დატკბით მშვიდი სივრცით, სადაც ტექნოლოგიებში გარკვეული თანამშრომლები ყველა კუთხით დაგეხმარებიან.

3. მაგიური ხალიჩა

კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელია ნარინჯისფერი პლატფორმა, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული. მას “მაგიურ ხალიჩას” უწოდებენ, რადგანაც გემის მოძრაობასთან ერთად ირხევა.

4. მინის გამოწვის ვორქშოფები

სელებრითი კრუიზის მინის გამოწვის ვორქშოფები გაძლევთ შანსს შეისწავლოთ მინის გამოწვის ტექნიკები ნიჭიერი ინსტრუქტორისგან. შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი უნიკალური შუშის ლარნაკი.

5. უსასრულო ვერანდიანი კაბინები

სელებრითი კრუიზების ვერანდები საშუალებას გაძლევთ ოკეანის ხედებით სრულფასოვნად დატკბეთ. „უსასრულო ვერანდა“ არის კაიუტის ინოვაციური კონცეფცია Celebrity Cruises-ის გემებზე (ხელმისაწვდომია Edge-ის სერიის ლაინერებზე, როგორიცაა Edge, Apex და Xcel), რომელიც ტრადიციულ ღია აივანს ცვლის იატაკიდან ჭერამდე მინის ვიტრაჟით. ღილაკზე ერთი დაჭერით, შუშის ზედა ნახევარი ქვემოთ იწევა და მთელ საცხოვრებელ სივრცეს მზიან ტერასად აქცევს.

6. სუში ლოლიპოპები

სელებრითის კრუიზის რეტორნებმა შექმნეს სუშის კამფეტები ჯოხზე, რომლებიც განსაკუთრებული გემოებით გამოირჩევიან. მათ სოლსტიცეს და მილენიუმის კლასის ლაინერებზე აღმოაჩენთ.