10 ხრიკი, რომელიც კრუიზზე რელაქსაციაში დაგეხმარებათ
რელაქსაცია კრუიზზე დამსვენებლების უმეტესობისთვის ტოპ პრიორიტეტია. კვლევების მიხედვით, როცა თანამშრომლები შვებულებას იღებენ, ხშირ შემთხვევაში საქმისგან სრულად მოწყვეტას ვერ ახერხებენ. ზოგიერთი მათგანი მაინც ამოწმებს მეილებს, ზოგი პასუხობს უფროსსა და თანამშრომლ;ებს და აშ. თუ კრუიზზე სრული რელაქსაციის მიღება გსურთ, ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:
1. ეცადეთ შეწყვიტოთ სქროლვა მაქსიმალურად
სოციალური მედიის გამოყენების შემცირება თავდაპირველად შეიძლება გამოწვევა იყოს, მაგრამ ეს დაძლევადია. ყველამ იცის, რომ ალგორითმი ჩვენს “ონლაინ გამოკვებას”, რაც უფრო მეტს ვსქროლავთ, მით უფრო მეტად აგრძელებს. დააყენეთ წამზომი. ის შეგახსენებთ, როცა სოცმედიისთვის გამოყოფილი ადეკვატური დრო ამოიწურება.
2. დაჯავშნეთ სპა პროცედურა
საკრუიზო ლაინერების ერთი დიდი მთავარი უპირატესობაა სპა სივრცეები, სადაც სარელაქსაციო პროცედურებით მოგემსახურებიან. ჩაეწერეთ მასაჟზე და სხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებზე.
3. წაიკითხეთ წიგნი (ფიზიკური და არა ციფრული)
მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, ფიზიკურად წარმოდგენილი წიგნების კითხვა კრუიზზე ყოფნისას მშვენიერი სარელაქსაციო საშუალება იქნება. ფურცელთან შეხება გონებას ამშვიდებს და თვალებსაც ეკრანისგან ასვენებს.
4. მოუსმინეთ შთამაგონებელ პოდკასტს
საყვარელი სასარგებლო პოდკასტის მოსმენა მშვენიერი გადაწყვეტილებაა ზღვაში ცურვისას. კვლევების თანახმად მენტალური ჯანმრთელობის შესახებ პოდკასტების მოსმენა თერაპიული შეიძლება იყოს და სტრესის შემცირების საშუალებასაც მოგცემთ.
5. ივარჯიშეთ
ვარჯიში დაგეხმარებათ გამოყოთ ენდორფინები, აიმაღლოთ განწყობა და გაიუმჯობესოთ ძილი. საკრუიზო გემებზე დაგხვდებათ როგორც ფიტნეს ცენტრები, ასევე ფიზიკური აქტივობების სხვადასხვა აღჭურვილობები.
6. მოთავსდით ღია სივრცის ლაუნჯში
ზღვის ჰაერი განსხვავებულად მოქმედებს ჩვენს იმუნურ სისტემაზე. დასხედით ღია ტერასაზე კომფორტულ ლაუნჯში, ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი და ისიამოვნეთ მზის სხივებით.
7. მოუსმინეთ ლაივ მუსიკალურ შესრულებას
ლაივ მუსიკის მოსმენა განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. კრუიზზე ბევრი მომღერალი და მუსიკოსია, რომლებიც მგზავრებისთვის სასიამოვნო საღამოებს აწყობენ.
8. დალიეთ თბილი სასმელი
კრუიზზე მრავალფეროვანი საკვებ-სასმელია შემოთავაზებული, ამიტომაც იპოვნეთ და აირჩიეთ, გემრიელი, თბილი უკეფეინო სასმელი, რომელიც რელაქსაციაში დაგეხმარებათ.ზოგიერთი საკრუიზო გემის რესტორანი გვთავაზობს სამეფო ინგლისურ ჩაისაც. გვირილას ჩაი კი რელაქსაციის მშვენიერი საშუალება იქნება.
9. დააგემოვნეთ ღვინო
შეუერთდით ღვინის დაგემოვნების მასტერკლასებს ან უბრალოდ შეუკვეთეთ სასურველი ღვინო კრუიზის რომელიმე ბარში. ის სიმშვიდეს მოგიტანთ კრუიზზე ყოფნისას.
10. დააპრიორიტეტეთ ძილი
საკრუიზო გემზე ძილი პრიორიტეტად გაიხადეთ. ისიამოვნეთ დასვენების დროით, დროებით უარი თქვით სტანდარტულ რუტინაზე და დაიძინეთ მაღვიძარას გარეშე.
