საუკეთესო გზა კრუიზის კაბინის მომსახურე პერსონალისთვის მადლობის გადასახდელად
კრუიზზე მუშაობენ სტიუარდები, რომლებიც ჩვენი კაბინის სიმყუდროვეზე ზრუნავენ. მათთვის პატარა საქციელებით შეგიძლიათ მადლობის გადახდა და მადლიერების გამოხატვა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ისინი არა უბრალოდ ცვლიან თეთრეულს და აწესრიგებენ ჩვენს ოთახს, არამედ სხვა ვალდებულებებსაც ითავსებენ. ეს ვაკანსია დიდ გამოცდილებას მოითხოვს. კარგი სტიუარტი აგვარებს თქვენ მოთხოვნებსაც. გირჩევთ დაუმეგობრდეთ მას და კარგი მომსახურეობის გაწევის შემთხვევაში ესენი მოიმოქმედოთ:
არ დატოვოთ სრული არეულობა კაბინაში
არ ვგულისხმობთ ოთახის დალაგებას, მთავარია კაბინაში სრული აპოკალიფსი არ დატოვოთ. ნუ გაართულებთ სტიუარდის საქმეს. მას ძალიან გაახარებთ სტანდარტული მსუბუქი არეულობით. ის საკრუიზო მოგზაურობის დროს თქვენს პერსონალურ ასისტენტად იქცევა და თქვენი ყველა თხოვნის მოგვარებას ცდილობს. ამიტომაც პატივი ეცით მის შრომას.
შეურჩიეთ რამე დასამახსოვრებელი პატარა სუვენირი პორტში
გარწმუნებთ, რომ პატარა საჩუქარი თქვენ სტიუარდს ძალიან გაახარებს და იფიქრებთ, რომ ეს ამად ნამდვილად ღირდა. ნუ აუღებთ რაიმე დიდი ზომის ნივთს, რადგანაც მისი ადგილი არ ექნებათ. შემოიფარგლეთ მცირედით. ხშირად მათ არ აქვთ უფლება გაჩერებების დროს დატოვონ პორტი, ამიტომაც რაიმე დასამახსოვრებელი ნივთი ან შოკოლადი ძალიან გაახარებთ. თუ მას პირადად არ მისცემთ და კაბინაში დატოვებთ, აუცილებლად დაუტოვეთ პატარა ბარათი, სადაც მიუთითებთ რომ ჩუქნით.

დაუტოვეთ მადლობის ბარათი
თუ წერილების წერა არ გსურთ, უბრალოდ შეარჩიეთ მაღაზიაში სტანდარტული სამადლობელი ბარათი და დააწერეთ მისი სახელი. ციფრული განვითარების ეპოქაში, ხელით ნაწერი ბარათები და სამადლობელი განსაკუთრებით ძვირფასია. ეს ბრწყინვალე გზაა პატივისცემის გამოსახატად.
გადაეცით ფიდბექი მის მენეჯერს ან საკრუიზო ლაინერის საინფორმაციო სამსახურს
კიდევ ერთი სასიამოვნო ჟესტი, რომელიც თქვენი სტიუარდის გასახარებლად შეგიძლიათ გამოხატოთ, მესიჯია მენეჯერის, დირექტორის ან საკრუიზო კომპანიის ჯგუფის მიმართ, სადაც შეაფასებთ მის მუშაობას და ღიად შეაქებთ. თუნდაც ერთი პოზიტიური მეილის დაწერით, სადაც მოიხსენიებთ თქვენს კონკრეტულ ლაინერს, მგზავრობის პერიოდს და კაბინის ნომერს, შესაძლოა თქვენ სტიუარდს სამსახურეობრივი აღიარება ან დაწინაურებაც კი მოუტანოთ.

