მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს კრუიზზე

თუ გსურთ რომ განსაკუთრებული ახალი წელი გქონდეთ, აღნიშნეთ ის შუაგულ ზღვაში. დაასრულეთ ძველი და დაიწყეთ ახალი წელი განსხვავებულად. ამ დროს კრუიზით მოგზაურობის არჩევა უნიკალური გამოცდილებაა. ბორტზე დაგხვდებათ გასართობი აქტივობები, თემატური პარკები, გალა ვახშმები და სადღესასწაულო ატმოსფერო. კრუიზი გვთავაზობს ბალანსს რელაქსაციასა და გართობას შორის. დღისით ის მშვიდი დასასვენებელი ადგილია, ღამით კი სრულიად იცვლება. ერთ სივრცეში გექნებათ პირადი კაბინა, რესტორნები, ლაუნჯები თუ ლაივ შესრულებები.

რას უნდა ელოდოთ ახალ წელს კრუიზზე?

კრუიზების უმრავლესობა ღონისძიებების მთელ პროგრამას გვთავაზობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი არჩევანი გექნებათ. ზოგი მგზავრი ამჯობინებს ფორმალურ გალა ვახშამს, ზოგი ბროდვეის პერფორმანსზე დასწრებას, ზოგი ლაივ მუსიკის მოსმენას ლაუნჯში, ზოგი კომედიური შოუს ყურებას, ზოგი კი კოქტეილის დალევას ბარში.

როგორც კი 12 საათი ახლოვდება, ლაინერის თანამშრომლები რამდენიმე წვეულებას გვთავაზობენ. გარე, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი აქტივობები უფრო დაუვიწყარია, რადგანაც ახალ წელს ვარსკვლავიანი ცის ქვეშ აღნიშავთ. გემები გვთავაზობენ ფეირვერკებს და სინათლის შოუებს.

კრუიზერი დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კრუიზი. მთავარია თავად რას ანიჭებთ უპირატესობას: ტროპიკულ სანაპიროებს თუ წვეულებებს, დიდ საცეკვაო დარბაზებს თუ ფეირვერკებს. გემის ზომაც გასათვალისწინებელია. დიდი გემები ბევრ სივრცეს გვთავაზობენ, პატარები კი უფრო ექსკლუზიურ გამოცდილებას. ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენთვის სასურველ ბიუჯეტსაც. გააჩნია იმასაც, თუ ვისთან ერთად მოგზაურობთ. ბავშვების შემთხვევაში გასათვალისწინებელია საბავშვო პროგრამები და საოჯახო შემოთავაზებები. და ბოლოს, ყურადსაღებია ხანგრძლივობაც, 5-დან 10 დღემდე. თქვენზეა დამოკიდებული რამდენი ხნით გსურთ შობა-ახალი წლის აღნიშვნა.

საახალწლო კრუიზი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩვეულებრივი საზღვაო მოგზაურობა. სარგებელი ბევრია, მათ შორის მაღალი ხარისხის მომსახურეობა და გართობა, უნიკალური გზა იხილოთ ფეირვერკი წყალში და შეხვდეთ ახალ ადამიანებს. ამ დროს საკრუიზო ლაინერები სპეციალური დეკორაციებით ზამთრის საოცრებათა ქვეყნად იქცევიან.

რომელი ლაინერები გვთავაზობენ საშობაო კრუიზებს:

Royal Caribbean: აქ დროში მოგზაურობენ და აღნიშნავენ ახალ წელს ყოველ ერთ საათში, სხვადასხვა სასაათო სარტყლის მიხედვით.

Celebrity Cruises: აქ ეწყობა ელეგანტური გალა საღამო მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფების მიერ. იხილავთ ფეირვერკების შოუს სხვადასხვა პორტში.

Norwegian Cruise Line: აქ მულტიკულტურული ფესტივალი იგეგმება ტრადიციებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ვორქშოფებში და შეისწავლონ სხვადასხვა ქვეყნის საშობაო წეს-ჩვეულებები.

Carnival Cruise Line: ეს საკრუიზო ლაინერი სტუმრებს საახალწლო თამაშში მონაწილეობას სთავაზობს ექსკლუზიური პრიზებით.

Princess Cruises: პრინცეს კრუიზი 1 ღამეში მსოფლიოს გარშემო გვამოგზაურებს და სხვადასხვა ქვეყანას გვათვალიერებინებს.

MSC Cruises: აქ გლამურული 1960-იანი წლების საახალწლო წვეულება ეწყობა ვინტაჟური კოქტეილებით და ბენდის შესრულებით. ღამით ასობით ბიოდეგრადირებულ სანათს უშვებენ ცაში.

Costa Cruises: კოსტა კრუიზიც ახალი წლის ღამეს  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის გაცნობისთვის სპეციალურ შოუს გვპირდება.